"ბორჯღალოსნებმა" სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთის ნაკრებთან ევროპის ერთა თასის მატჩი გამართა.

შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3.

მე-18 წუთზე ლევან ხმალაძემ ოსტატურად გადაჰკიდა ბურთი მეტოქეს და თამაზ მჭედლიძეს ლელოს დადება არ გასჭირვებია. ლელოს კვირიკაშვილმა გარდასახვა მიამატა და "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 0:10.

49-ე წუთზე ლელოს გატანა უკვე ანტონ ფეიქირშვილმა შეძლო, ამას დამატებული ზუსტი გარდასხვა და ანგარიში - 0:17 გახდა.

62-ე წუთზე საკუთარ ანგარიშზე ლელო გიორგი ნემსაძემ ჩაიწერა, კვირიკაშვილმა კი გარდასხვა კვლავ ზუსტად
შეასრულა - 0:24.

71-ე წუთზე მეტოქემ შეძლო ლელოს დადება, რასაც ზუსტი გარდასახვა მიამატეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 7:24.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 24:7 იმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
გვაკლდა მოთამაშეები: გორგოძე, ნარიაშვილი, ქუბრიაშვილი, ჩილაჩავა, კაკოვინი, შარიქაძე, ლობჟანიძე და მიქაუტაძეც ბოლოს შემოიყვანეს.
გარდა ამისა ესპანეთის თამაშის მერე თქვეს კაპიტანმა და მწვრთნელმაც, რომ ახალ სტილს და ტაქტიკას ნერგავენ რომლის ტესტირებაც გარკვეული პერიოდის მანძილზე გაგრძელდება, რომ უკეტესად მომზადებული შევხვდეთ მომდევნო მსოფლიოს თასს. ანალოგიური სცენარი იყო 4 წლის წინ როცა პირველი თამაში ესპანეთთან საერთოდ წავაგეთ, მაგრამ მსოფლიო თასზე ვითამაშეთ ის თამაში რისი სწავლაც ზუსტად იმ წაგებიდან დავიწყეთ. ასე რომ ნუ დაიწყებთ მოთქმა-ვაებას, წინ 4 წელია და თუ გვინდა რამე კიდე უფრო სასიკეთოდ შევცვალოდ ექსპერიმენტებს, გასრდაქმნებს და სიახლეებს არ უნდა მოვერიდოთ და ახლა საუკეთესო დრო ყოველივე ამისტვის
irakli Apkhaidze
12 მარტი 2016 22:31
0
ყოჩაღ ბიჭებო. უმადურების გასაგონად: ითამაშეს ისე, როგორც საჭირო იყო ასეთი ძალის მეტოქესთან. რუმინეთთან ეს ... კომენტატორები - გაასინბინეთ!!!
ვაჟა
12 მარტი 2016 22:05
0
madloba lomebs. komentatorebma ki aisrules natvra,sad naxes eseni?
kartveli
12 მარტი 2016 22:01
0
მადლობა ბიჭებს ჩვენი გახარებისთვის,მაგრამ ეს არ იყო დამაჯერებელი თამაში.რუსებს თავიდანვე ეტყობოდათ შიში და უიმედობა.სერიოზული სამუშაო აქვს ჰეიგს
გიორგი
12 მარტი 2016 21:40
0
ნუ ატეხეთ ვაი უშველებელი, ასე იყო საჭირო და ამიტომაც ითამაშეს ისე როგორც ითამაშეს. იციან ვისთან უნდა მოიკლან თავი და ვისთან დაისვენონ. ალექსანდრეს კი ვეტყოდი, იქნებ ასწავლო ბიჭწბს როგორ ითამაშონ რომ ექვს ერში მიგვიღონ?
mate
12 მარტი 2016 21:24
0
თქვენ შემოგევლეთ "დათვის ბელებო" რომ დაამარცხეთ ...!!!
დათიკო48
12 მარტი 2016 21:19
0
madloba bichebs rom miuxedavad uamravi shecdonebisa gagvaxares.ai komentatorebi ki martla eris sircxvili arian.sad iswavlet an sadgaizardet?dacinva da uazro saubari romeli etikis nawilia???sircxvili
666
12 მარტი 2016 19:56
0
თქვენი ჭირიმე!!
shoridan
12 მარტი 2016 19:48
0
გვახარებთ, ძალიან გახარებთ :) რაგბი გუნდურ შეჯიბრებებში პირველია. დიდი მადლობა ყველა მოთამაშეს, მწვრთნელებს! გულშემატკივრებისთვის მინიჭებული სიამოვნებისთვის :))))
bondo
12 მარტი 2016 19:39
0
ტრადიცია გრძელდება!!!! გმადლობთ!!!! გაგიმარჯოთ!!!
tngh
12 მარტი 2016 19:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული