საქართველო-რუმინეთი 38:9 [თამაში დასრულდა]

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრას რუმინეთის ნაკრებთან მართავს.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებული ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლება, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.

1-ლი წუთი. შეხვედრა "დინამო არენაზე" დაიწყო. ბურთი თამაშში "ბორჯღალოსნებმა" შეიყვანეს.

მე-3 წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. ქართველი მორაგბეების პირველივე შეტევა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ანტონ ფეიქრიშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:0.

მე-7 წუთზე ფეიქრიშვილი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში - უხეში ბოჭვისთვის ის
მსაჯმა მოედნიდან გააძევა. 10 წუთით "ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი ითამაშებენ.

მე-12 წუთზე ფლორინ ვლაიკუმ სხვაობის შემცირება საჯარიმო დარტყმით შეძლო - 7:3.

მე-15 წუთზე საპასუხო საჯარიმო ზუსტად მოედნის ცენტრიდან "მეკომ" ვერ გაიტანა.

კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" მორიგი ლელო დადეს. მე-18 წუთზე ლაშა ხმალაძემ ბრწყინვალედ გადაკიდა და სანდრო თოდუამ ბურთი დაამიწა. "მეკომ" ვერ გარდასახა და ანგარიშით 12:3 გახდა.

30-ე წუთისთვის რუმინელებმა სხვაობის შემცირება კიდევ ერთხელ შეძლეს - საჯარიმოთი მორიგი სამი ქულა თავის გუნდს კვლავ ვლაიკუმ მოუტანა.

36-ე წუთისთვის ვლაიკუმ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 12:9.

და აი, მოედანზე დაბრუნებულმა ფეიქრიშვილმა ამ თამაშში მეორე ლელო დადო. მან ბოლო მომენტში მეტოქის სამი მორაგბე ჩამოიცილა, მანამდე კი ბრწყინვალედ მამუკა გორგოძემ ითამაშა. კვირკაშვილმა გარდასახა - 37-ე წუთისთვის ანგარიშია 19:9.

და სულ მალე მსაჯმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშნად ჩასტვინა.
იხილეთ პირველი ტაიმის ვიდეო
Sportall.Ge
თამაში განახლდა.

43-ე წუთზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეოთხე ლელო დაუდო რუმინელებს. "ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე შეტევა გიორგი ფრუიძემ დააგვირგვინა. "მეკომ" კი გარდასახა - 26:9.

რუმინეთი განწირულია, ქართველმა მორაგბეებმა კი მეხუთე ლელოც დადეს. 59-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მორიგი შეტევის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში კვლავ ფრუიძემ დაამიწა. გარდასახვა ლაშა ხმალაძემ ვერ გაიტანა - ანგარიშია 31:9.

63-ე წუთზე რუმინელები სულაც კაცნაკლულნი დარჩნენ...

72-ე წუთზე, მოდენაზე შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა დავით კაჭარავა და ფლორინ ვლაიკუ გააძევა. სათამაშო ეპიზოდში დამნაშავე რუმინელი იყო, რომელმაც კაჭარავა ყელში შებოჭა და ამ უკანასკნელის სამართლიანი რისხვა დაიმსახურა.

მატჩის ბოლო წუთზე, შერკინების შემდეგ ლაშა ლომიძემ ბრწყინვალედ ითამაშა, იერიში კი კარლენ ასეიშვილის ლელოთი დასრულდა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა და შეხვედრაც აქ დასრულდა - 38:9!

ვროპის ერთა თასი. V ტური
19 მარტი
საქართველო-რუმინეთი 38:9
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.
16. კარლენ ასეიშვილი, 17. შალვა მამუკაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ლაშა ლომიძე 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური

რუმინეთი: 15. იონუც ბოტეზატუ, 14. ფლორინ იონიცა, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ჯოდი როუზი, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ. 1. კონსტანტინ პრისტავიტა, 2. ეუგენ კეპეცინა, 3. პაულ რუსუ, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. იოჰან ფან ჰირდენი, 6. სტელიან ბურჩა, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. ანდრეი გორჩოაია.
16. ანდრეი რადოი, 17. მიხაი დიკო, 18. კოსმინ მანოლე, 19. მარიუს ანტონესკუ, 20. ვლად ნისტორი, 21. ტუდორელ ბრატუ, 22. ოვიდიუ მელნიჩუკი, 23. მარიან ისპირი

მსაჯი: ტიუალ ტრენინი (საფრანგეთი).
მკითხველის კომენტარები / 10 /
gaixaret da sul gamarjvebulebs gevlot tqveni gulis da gulshematkivarta gasaxarad.milioni madloba am gamarjvebis da gaxarebis gamo lomebo.amxanaguri matchi mainc undagavcharxot italiastan ramenairad...esiqneba damtkiceba varttuara italiaze zlierebi.ager uelsi atit nols ugebs da metitac mougebs
0
აი ქართველები, აი კაცები და სახე საქართველოსი, აი მაგალითი იმისა ერთად ყოფნა და ტავდადება სამისთვის რას შვება. გენაცვალეთ ბიჭებო. მთელ საქართველოს უყვარხართ და პატივს გცემთ. ამათგან უნდა ვისწავლოთ საქმისთვის თავდადება და მისი კარგად კეთება, ხალხის სიყვარული კი არ დააგვიანებს.
აპა არაააააა
18:56 19-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული