საქართველო-რუმინეთი 38:9 - ევროპას კიდევ ერთხელ დავანახეთ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშება, ტურნირში თავის უმთავრეს მეტოქე რუმინეთის ნაკრებთან ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ურთიერთშეხვედრებში სარეკორდო სხვაობით, ანგარიშით 38:9 გაიმარჯვეს.

"ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც დაისაკუთრეს, რომელიც ტრადიციულად, ამ ორ ნაკრებს შორის დაპირისპირებაში თამაშდება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ისტორიაში მეცხრედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

იხილეთ დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge
რაც შეეხება შეხვედრას, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს და სანახაობრივ თამაშში, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. ანგარიში "ბორჯღალოსნებმა"
უკვე მე-3 წუთზე გახსნეს. პირველივე შეტევა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ანტონ ფეიქრიშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახა - 7:0.

მე-7 წუთზე ფეიქრიშვილი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში - უხეში ბოჭვისთვის ის მსაჯმა მოედნიდან გააძევა. აქედან 5 წუთში კი ფლორინ ვლაიკუმ სხვაობის შემცირება საჯარიმო დარტყმით შეძლო - 7:3.

კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" მეორე ლელო მე-18 წუთზე დადეს. ლაშა ხმალაძემ ბრწყინვალედ გადაკიდა და სანდრო თოდუამ ბურთი დაამიწა. "მეკომ" ვერ გარდასახა და ანგარიშით 12:3 გახდა.

ამის შემდეგ, 30-ე და 36-ე წუთებზე ვლაიკუმ ორჯერ გაიტანა საჯარიმო, მაგრამ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს რუმინელთა ბოლო ქულები იყო ამ თამაშში.

ტაიმის მიწურულს, მოედანზე დაბრუნებულმა ფეიქრიშვილმა მეორე ლელო მიითვალა. მან ბოლო მომენტში გზიდან მეტოქის სამი მორაგბე ჩამოიცილა, მანამდე კი ბრწყინვალედ მამუკა გორგოძემ ითამაშა. კვირკაშვილმა გარდასახა და ტაიმი ანგარიშით 19:9 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეოთხე ლელოთი დაიწყო. "ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე შეტევა გიორგი ფრუიძემ დააგვირგვინა, "მეკომ" კი გარდასახა - 26:9.

რუმინეთს არაფერი გამოსდიოდა. 59-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მორიგი შეტევის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გიორგი ნემსაძემ დაამიწა - 31:9.

72-ე წუთზე, მოედანზე მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა დავით კაჭარავა და ფლორინ ვლაიკუ გააძევა. სათამაშო ეპიზოდში დამნაშავე რუმინელი იყო, რომელმაც კაჭარავა ყელში შებოჭა და ამ უკანასკნელის სამართლიანი რისხვა დაიმსახურა.

მატჩის მიწურულს, შერკინების შემდეგ ბრწყინვალედ ლაშა ლომიძემ ითამაშა, იერიში კი კარლენ ასეიშვილის ლელოთი დასრულდა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა და შეხვედრაც აქ დასრულდა - 38:9!

მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა, კულმინაცია კი "დინამო არენაზე" "ბორჯღალოსნების" დაჯილდოება იყო - ქართველ მორაგბეებს ჯილდოები რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ გადასცა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მადლობა ბიჭებს! ძალიან მაგრები ხართ, მეამაყებით... რაც შეეხება ექვსი ერს, ჩემი აზრით უფრო ჩვენი ქვეყანა ვერ პასუხობს იმ ნორმებს რაც ექვსი ერის მონაწილის მასპინძლობისათვის არის საჭირო, ქვეყანაში არსებული ბევრი პრობლემაა მთავარი წინაღობა, ამიტომ იკავებენ თავს ჩვენი ექვსი ერში გაწევრიანებაზე... ჩვენი ბიჭები კი ნამდვილად მაღალ დონეზე თამაშობენ...
და მინდა კომენტატორებს გამოვექომაგო, ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ქართულ რეალობაში, ცოცხლად უძღვებიან და რაც მთავარია ემოცია მოდის მათგან რაც აღწევს მაყურებლამდე
basko
20 მარტი 2016 13:52
0
აუ მოაცილეთ ეს კომენტატორი რა ისტერიკული ხმა აქვს დამღალა
data
20 მარტი 2016 11:39
0
აბა, რა უნდა გითხრათ?! თქვენ გენაცვალეთ!
MARY XUANA
20 მარტი 2016 09:28
0
იხარეთ, გამრავლდით და იდღეგრძელეთ! საამაყო ვაჟკაცები ბრძანდებით და ღმერთმა დაგლოცოთ...საიტს კი უნდა რცხვენოდეს, ასეთ ვიდეოს რომ დებს სრული მიმოხილვის ნაცვლად, უკვე მეორე თამაშია ნორმალურ ვიდეომიმოხილვას ვერ აკეთებენ...უსაქმურებო, ცოტა გაინძერით!შაბათია და ისვენებთ ?
murtalo
20 მარტი 2016 01:43
0
Borjgalosnebs venacvale ro saqrtvelos sixaruls gvrian
Vaska
20 მარტი 2016 01:01
0
კაი იყო! მადლობა ბიჭებს!
ერთი ლელო ნემსაძემ დადო, არა? მგონი უზუსტობაა გაპარული სტატიაში.
giglia
20 მარტი 2016 00:01
0
მაგარია!
ვინცხა
19 მარტი 2016 23:47
0
Aba sad arian molaybeebi da skanalis miyvaruLebi?
Gorgozes nakrebshi tamashi ar undao, sashinlad vitamashet rusebtano da a.Sh. ..
Italiastan dges 60/40 chven sasrgeblod
Irakli apkhaidze
19 მარტი 2016 23:37
0
ფრუიძეს არ ვერჩი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ ჟურნალისტებს არ უნდა გამოგეპაროთ ესეთი შეცდომა ფრუიძემ 1 ლელო დადო და იმას რომელსაც ფრუიძეს აწერ ის ნემსაძემ ფრუიძის პასით. გადაამოწმეთ მაინც და ისე დადეთ მე უნდა ვამოწმო!!! :D გილოცავთ ლომებო ამ გამარჯვებას მალე 6 ერშიც მენახეთ მანამდე იტალიის განადგურება მენახოს თქვენის მხრიდან!!!
mitro
19 მარტი 2016 23:33
0
margali–ს. მე ერთ არასპორტულ პრობლემას ვხედავ. ექვი ერთის თამაშებში ბილეთის ფასი სამი და ხუთი ლარი კი არ არის. მაშინაც გავავსებთ დინამო არენას, ექვსი ერის გუნდი რომ ჩამოვიდეს და ბილეთები შესაბამისი ფასი რომ ღირდეს?
ნოდარი
19 მარტი 2016 22:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული