მილტონ ჰეიგმა ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში წარმატების მიღწევის გზა ასწავლა

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასის გათამაშების ბოლო ტურში რუმინეთთან მოგების (38:9) შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ახალი უცხოელი მწვრთნელისთვის იმ რჩევების მიცემა სთხოვეს, რის წყალობითაც ვლადიმირ ვაისი წარმატებას მიაღწევს...

რაგბის ახალზელანდიელი სპეციალისტი ფეხბურთის სლოვაკ მწვრთნელს ურჩევს, საქართველოში იცხოვროს და კარგად გაეცნოს ქვეყანასა და მის კულტურას, რათა შედეგს მიაღწიოს.

"საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს,
შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს".

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლნენ, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
რას ნიშნავს ერთიანობა და ერთად შეკვრა,დაუძლეველი არაფელია,ასეთი
ჟინი და მონდობება არის საჭირო ფეხბურთში და შედეგი აუცილებლად იქნება.
9999999
13:30 20-03-2016
0
ფეხბურთში არაფერიც არ იქნება.
ფეხბურთელები კი არა მთხლებურთელები
01:46 21-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული