უნდა ვივარაუდოთ, რომ "ბორჯღალოსნები" 11 ივნისს სამოას, ხოლო 18 ივნისს ტონგას ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან.
ეს ინფორმაცია ვებგვერდზე www.fijitimes.com გავრცელდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:
ფიჯის ნაკრების მწვრთნელმა ჯონ მაკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები არ იქნება იოლი მეტოქე.
"საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, მსოფლიოს თასზე შარშან შესანიშნავად იასპარეზა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერი შერკინება აქვთ და უყვართ მორკინალებით შეტევები. დერეფანშიც შესანიშნავად
ჩვენ ყურადღებით უნდა გავისარჯოთ. შერკინებაში მყარად დავდგეთ, რათა მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიოთ.
ოკეანეთის თასზე, ჩვენ გარდა, სამოა და ტონგა ითამაშებენ. ეს შეხვედრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპია.
მოუთმენლად ველით ცვლილებებს, რომლებსაც ეროვნულ გუნდში განვახორციელებთ. გვინდა, რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე გამოვიძახოთ ეროვნულ გუნდში, რადგან ბევრი, ვინც ახლა თამაშობს, 2019 წლისთვის საკმაოდ მობერებული იქნება", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ეროვნულ გუნდთან თბილისში 2012 წელს ითამაშა და 19:24 დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"