გოჩა სვანიძე:
"შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ გამომდინარე ჩასატარებელი 6 ტესტ-მატჩიდან, ქართული რაგბის გულშემატკივრებს სასიამოვნო წელი ელით. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის. გვსურს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ "მსოფლიო რაგბის", რომლის დახმარებითაც ამ ეტაპზე გავედით.
ნაკრები ძლიერი შემადგენლობით ჩაატარებს ამ მატჩებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფრანგულ გუნდებს არავინ ეკითხება, ვინ იქნება
ამ ტესტ-მატჩებიდან ყველაზე რთული მეტოქე შოტლანდიაა, რომელმაც ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. მათთან თამაში ჩვენთვის უდიდესი გამოცდა იქნება, რაც სამომავლოდ მხოლოდ დადებითად წაგვადგება. მინდა გულშემატკივარმა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი გუნდი 4-წლიან მზადების პროცესზეა გადასული.
ჩვენი სამიზნე არასდროს ყოფილა "ექვს ერში" მოხვედრა. ჩვენი მიზანი ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატია!"
ლევან მაისაშვილი:
"წელიწადში ამდენი თამაში და ამდენი სერიოზული მეტოქე ჯერ არ გვყოლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თამაშებზე შევძლებთ ყველა იმ მოთამაშის გამოძახებას, ვისაც მოვიაზრებთ ნაკრებში. ყველა ხედავს, რომ "ერთა თასის" დონეს ავცდით და გვჭირდება ახალი ძლიერი მეტოქეები - მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი განვითარება. ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც მოიაზრება შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებისთვის, მიეცემა ამ ტესტ-მატჩებში თამაშის უფლება.
იაპონიის ნაკრები არის მაგალითი იმ დიდი შრომისა, რომელმაც მიაღწია ძალიან კარგ შედეგს. ისინი ჩემთვის შრომისმოყვარეობის და დისციპლინის ეტალონები არიან. ამიტომ ჩემთვის, მოთამაშეებისთვისა და მწვრთნელებისთვის მათთან თამაში ძალიან კარგი და სასიამოვნო იქნება. ბევრი რამ გამოჩნდება ამ თამაშში".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და ორივეში მასპინძლის სტატუსი ექნება. ერთ-ერთი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც დედაქალაქს 12 ნოემბერს ესტუმრება. 18-ში "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ.