ივნისის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" მატჩების მსაჯების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
"მსოფლიოს რაგბიმ" ივნისის ტესტების კალენდარი და მსაჯების სია ოფიციალურად გამოაქვეყნა. "ბორჯღალოსნები" ოკეანეთში გაემგზავრებიან, სადაც სამოას, ტონგასა და ფიჯის ეთამაშებიან.

11 ივნისს, აპიაში (სამოა) "ბორჯღალოსნებისა" და სამოას ნაკრების მატჩზე ახალზელანდიელი ბენ ოქიფი იმსაჯებს. მას ავსტრალიელები - ენდრიუ ლისი და ჯეიმზ ლიქი დაეხმარებიან.

18 ივნისს კი, სუვაში (ფიჯი), ტონგასა და საქართველოს ნაკრებების მატჩის რეფერი ახალზელანდიელი ნიკ ბრაიანტი გახლავთ, რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფრანგი მსაჯი პასკალ გოზე და სამოელი არბიტრი ფააჰვაე ნერუ დაეხმარებიან.

25 ივნისს, სერიის ბოლო ტესტში კი, რომელშიც სუვაში ფიჯის ვეთამაშებით,
კვლავ 2015 წლის მსოფლიოს თასიდან ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობი არბიტრები გვეყოლება. მთავარი მსაჯი ჯეი პი დოელი (ინგლისი) იქნება, რომელსაც საქართველო-ნამიბიის განმსჯელი ჯორჯ კლენსი (ირლანდია) და ავსტრალიელი ჯეიმზ ლიქი დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში ბუქარესტში გასამართ "მსოფლიოს რაგბის ერთა თასზე" ქართველი არბიტრი შოთა თევზაძე იმსაჯებს.

ივნისის ტესტები
11 ივნისი
სამოა-საქართველო

18 ივნისი
ტონგა-საქართველო

25 ივნისი
ფიჯი-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბიჭებო, ცოტაც, ცოტაც მოვინდომოთ და იტალიასაც აიძულებენ გვეთამაშონ :)
წარმატებები
17:34 04-04-2016
0
კლენსი არ გვშორდება :(
tato
18:17 01-04-2016
0

სიახლეები პოპულარული