სამოაში სტუმრად მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" ტბაში დიდი თევზი დაიჭირეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამოას დედაქალაქ აპიაში ჩავიდა.

ჩვენი მორაგბეები ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ დასვენება-აღდგენით პროცედურებს გადიან. "ბორჯღალოსნები" მომავალი ბატალიის ადგილს, აპიას სარაგბო სტადიონს ეწვივნენ, საღამოს კი იქვე, ტბაზე, თევზაობით იჯერეს გული და საკმაოდ დიდი თევზიც დაიჭირეს.

ცხადია, მატჩისთვის გამალებით ემზადება სამოას ნაკრებიც, რომელიც ჩვენთან თამაშის მერე ფიჯისა და ტონგას ნაკრებებს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრები 2019 წლის მსოფლიოს თასის კვალიფიკაციაა.

სამოელთა მწვრთნელმა ნამულაუულუ ალამამ ივნისის ტესტების გაფართოებულ შემადგენლობაში 11 ისეთი მორაგბე შეიყვანა, რომლებსაც აქამდე ეროვნულ გუნდში არ უთამაშიათ.

სამოას ნაკრები
შერკინება: საკარია ტაულაფო,
ჯეიმზ ჯონსონი, კენსუს ჯონსონი, ვილიამუ აფატია, ჯეკ გრეი, სამ ალონო, ნუულილ ლენე, მოტუ მატუუ, მანუ ლეიატაუა, სეილალა ლამი, ტეოფილო პაულო, ფაატიგა ლემალუ, პიულა ფაასალელე, ტალაგა ალოფიპო, ჯეფ ლეპა. ჯეკ ლამი, ტი ჯეი იოანე, ალაფოტი ფაოსილივა, ფაიფილი ლევავე, ონეონე ფაატოუ, გრეგ ფოე, ელია ელია.
უკანა ხაზი: პელე კოული, აუვასა ფალეალიი, დუეინ პოლატაივაო, ტუსი პისი, მაიკლ სტენლი, პატრიკ ფააპალე, დანჯელო ლეუილა, რეი ლეე ლო, ვინსტონ სტენლი, ფაიალაგა აფამასაგა, ისაია პეტელო, მალუ ფალანიკო, პაულ პერესი, ფაატონია აუტაგავაია, დევიდ ლემი, ალოფა ალოფა, ტიმ ნანაი ვილიამსი, დანი ტუსიტალა.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), შალვა მამუკაშვილი (გლაზგო), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა ბიწაძე (შამბერი), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი)
#9: ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
#10: რეზო ჯინჭველაშვილი (აია), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი)
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), ანზორ სიჭინავა (აკადემია)
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი)

ტესტები
11 ივნისი
საქართველო-სამოა

18 ივნისი
საქართველო-ტონგა

24 ივნისი
საქართველო-ფიჯი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამარჯობა,

აჩვენებს ვინმე სამივე თამაშს? თუ კი, ვინ და რომელ საათზე?

მადლობა,

მაშინ როცა
mashin roca
07 ივნისი 2016 18:49
0
zaza კარდის ნიშანი რას ნიშნავს ეგება აგვიხსნა. თუ შეცდომაა და კითილი ინებე და გადაიკითხე კომენტარი სანამ დაპოსტავ. ბორჯღალოსნები კი კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ. რაგბი და ძიუდო, ესაა ჩვენი სიამაყე.
murtalo
06 ივნისი 2016 23:48
0
ერთერთმა "სერიოზულმა" ფრანგულმა სარაგბო ჟურნალმა ჩილაჩავა და კაკოვინი ტურის სიმბოლურში შეიყვანა კაკოვინს განსაკუთრებით აქებენ...
zaza
06 ივნისი 2016 20:05
0
კარდის ნიშანია ბიჭებო, მიდით, მიაწექით! კანადსთან რომ ითამაშეთ, იმაზე ნაკლები რაგბი არ აჩვენოთ და მაშინ დიდი შედეგიც შეიძლება დაიდოს! ვინ იცის!!!...
bmb
06 ივნისი 2016 16:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული