შეხვედრაზე ანდღულაძემ ქართული რაგბის მაგალითზე ისაუბრა სპორტსმენების როლზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რაგბის კავშირი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობენ ამ კუთხით და შეიძლება ითქვას, რომ ეს თანამშრომლობა
რამდენიმე ხნის წინ, ქართული რაგბის მსგავსად, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა "ვალენსიამ" დაიწყო, სადაც ნონო ანდღულაძე გამოცდილების გასაზიარებლად იყო მიწვეული.
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" 4 ივნისიდან სამოაზე იმყოფებიან, სადაც ივნისის ტესტებისათვის აგრძელებენ მზადებას. პირველ მატჩში 11 ივნისს "ბორჯღალოსნები" სამოას დაუპირისპირდებიან, ხოლო 18 ივნისს უკვე ფიჯიზე ტონგას შეხვდებიან. სერიის ბოლო მატჩში კი, რომელიც 24 ივნისს გაიმართება - მასპინძელ ფიჯის ეთამაშებიან.
მატჩების განრიგი საქართველოს დროით:
11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
სამოა-საქართველო
18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველო-ტონგა
24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი-საქართველო
საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სამივე ტესტის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს. სამოას მატჩის ტრანსლაციის საკითხი, პრაქტიკულად, მოგვარებულია, ფიჯელებთან კი მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით