07:45 11-06-2016
სამოა-საქართველო 19:19 - მეგობრული შედეგი პირველ ტესტ-მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
აპიას "პარკ სთედიუმზე" გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 9:6 მოიგეს - სამი საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რის პასუხადაც ერთი ჯარიმა მასპინძლებმა გაიტანეს.
შესვენების შემდეგ სამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი მატჩის პირველი ლელოც დადეს და ანგარიშში 16:9 დაწინაურდნენ.
ამას "ბორჯღალოსნებმა" გიორგი თხილაიშვილის ლელოთი უპასუხეს, "მეკომ" კი გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა - 16:16.
დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო ზუსტი საჯარიმო შეასრულეს. მატჩის დასრულებამდე მოგებასთან ძალიან ახლოს ქართველი მორაგბეები იყვნენ, როდესაც რამდენიმე ფაზის შემდეგ ლაშა ხმალაძემ არეკნით სცადა გატანა, მაგრამ სამწუხაროდ ბურთი მიზანს ასცდა და მატჩიც აქ დასრულდა - ფრე 19:19.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, პირველად თავის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაება ზაფხულის ტესტ-სერიაში და ტურნეს ოკეანეთში მართავს. მილტონ ჰეიგის გუნდი სამოადან ფიჯიზე გადაინაცვლებს, სადაც 18 ივნისს ტონგას ნაკრებს, 24-ში კი მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები
15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10).
1. კარლენ ასეიშვილი (ბრივი, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემი, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (გლასგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფ).
ოკეანეთის ტურნეს მატჩების განრიგი საქართველოს დროით:
18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველო-ტონგა
24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი-საქართველო
მკითხველის კომენტარები / 28 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მადლობა და გახარება თქვენ მშობლებს და მათ სულებს რომ ასეთები ხართ
0
0
თქვენნაირი ჯიგრიანი ჩვენი უსაქმური მთავრობა რომ იყოს, ამ ქვეყანას არაფერი აჯობებდა, გაიხარეთ ნაღდო კაცებო......
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული