სამოა-საქართველო 19:19 - მეგობრული შედეგი პირველ ტესტ-მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ივნისს, თბილისის დროით გამთენიისას, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში პირველი ტესტ-მატჩი სტუმრად სამოას ნაკრებთან გამართა და ფრეს დასჯერდა - 19:19.

აპიას "პარკ სთედიუმზე" გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 9:6 მოიგეს - სამი საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რის პასუხადაც ერთი ჯარიმა მასპინძლებმა გაიტანეს.

შესვენების შემდეგ სამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი მატჩის პირველი ლელოც დადეს და ანგარიშში 16:9 დაწინაურდნენ.

ამას "ბორჯღალოსნებმა" გიორგი თხილაიშვილის ლელოთი უპასუხეს, "მეკომ" კი გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა - 16:16.

დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო
ზუსტი საჯარიმო შეასრულეს. მატჩის დასრულებამდე მოგებასთან ძალიან ახლოს ქართველი მორაგბეები იყვნენ, როდესაც რამდენიმე ფაზის შემდეგ ლაშა ხმალაძემ არეკნით სცადა გატანა, მაგრამ სამწუხაროდ ბურთი მიზანს ასცდა და მატჩიც აქ დასრულდა - ფრე 19:19.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, პირველად თავის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაება ზაფხულის ტესტ-სერიაში და ტურნეს ოკეანეთში მართავს. მილტონ ჰეიგის გუნდი სამოადან ფიჯიზე გადაინაცვლებს, სადაც 18 ივნისს ტონგას ნაკრებს, 24-ში კი მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები
15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10).
1. კარლენ ასეიშვილი (ბრივი, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემი, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (გლასგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფ).

ოკეანეთის ტურნეს მატჩების განრიგი საქართველოს დროით:
18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველო-ტონგა

24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი-საქართველო
მკითხველის კომენტარები / 28 /
მინიმუმ უნდა გაორმაგდეს რაგბის დაფინანსება საქართველოში
0
მაე-მაე-ს

არ არის საჭირო ეს ვიღაცის ხარჯზე დაფინანსების მოძებნა

საჭიროა იმ საქმის მიხედვა რომელიც მუშაობს ქვეყანაში

ერთი შვილის სიკეთე მეორე შვილის პირიდან გამოღებული ლუკმით არ კეთდება

არ გვინდა ეს მხარეობა, ნუ აძულებთ ხალხს ერთმანეთს

რბილად და ტკბილად ვიაროთ წარმატებისკენ
mash
10:01 12-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული