ჩვენი გუნდისთვის არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში გამართული მატჩი საინტერესო გამოდგა და ქართველ მორაგბეებს გამარჯვების მოპოვებაც რეალურად შეეძლოთ.
პირველი ტაიმი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბორჯღალოსნების" უპირატესობით წარიმართა და მათ სასარგებლოდ 9:6 დასრულდა. თუმცა, რომ არა სრულიად ელემენტარული შეცდომები, რის გამოც საჯარიმოთი დავისაჯეთ, ანგარიშში სხვაობა მეტიც უნდა ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ ცხრა ქულა გუნდს სამი საჯარიმო დარტყმით ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა მოუტანა, რომელმაც თავისი 92-ე კეპი
მეორე ტაიმი ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო. ხუთ წუთში სამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და მერე ლელოც გაიტანეს - 16:9. ეს 44-ე წუთზე მოხდა.
ქართველ მორაგბეებს ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი დრო არ დაუხარჯავთ. ხუთ წუთში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოიგეს, მოლი შეკრეს და ჩათვლის მოედანში იოლად შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი იყო. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 16:16.
თამაშის დასრულებამდე 18 წუთით ადრე გუნდებმა კიდევ თითო საჯარიმო გაცვალეს - 19:19.
დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს მატჩის მოგებაც შეეძლო. ჯერ შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ 47 მეტრიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. მერე, როცა თამაშის დრო უკვე დასრულებული იყო, მორკინალებმა მგეზავ ლაშა ხმალაძეს არეკნისთვის სივრცე გაუთავისუფლეს, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მილტონ ჰეიგის გუნდი სამოადან ფიჯიზე გადაინაცვლებს, სადაც 18 ივნისს ტონგას ნაკრებს, 24-ში კი მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
* * *
ივნისის ტესტებზე ორი მატჩი მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. ინგლისის ნაკრებმა სტუმრად სძლია ავსტრალიის ეროვნულ გუნდს - 39:28. ირლანდიელებმა კი ასევე სტუმრად მოუგეს სამხრეთ აფრიკას - 26:20. ივნისის ტესტები
11 ივნისი
სამოა-საქართველო 19:19
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (მალაღურაძე 72), ფრუიძე (მჭედლიძე 72), კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 59). (1-8) ასეიშვილი (ჟვანია 51), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 51), მირცხულავა (ფეიქრიშვილი 51), ჩხაიძე (ჭეიშვილი 71), ნემსაძე, სუთიაშვილი (შუბითიძე 71), თხილაიშვილი, ლომიძე.
ლ: თხილაიშვილი. 4ს,გ: კვირიკაშვილი
სამოა (15-9) ნიკორო, ტანგავაია (ფალანიკო 76), ლილო, მასანგა, ლემი, პალე (ლეუილა 80), პოლატაივო (ტალა 80). (1-8) აიონო (ლენე 76), მატუჰუ (ლემი), ჯონსტონი (გრეი 59-70), ლემალუ (ალოფიპო 71), ფაჰოსილივა, იოანე (ფაჰაფოუ 66), ლეპა.
ლ: ლემი. 4ს,გ: პალე
მსაჯი: ბენ ოქიფი (ახ.ზელანდია)
ახ.ზელანდია-უელსი 39:21
ავსტრალია-ინგლისი 28:39
ს.აფრიკა-ირლანდია 20:26
არგენტინა-იტალია 30:24
კანადა-იაპონია 22:26
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"