მილტონ ჰეიგი: შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას რევანში ენდომება

AutoSharing Option
11 ივნისს "ბორჯღალოსნებმა" წლევანდელი ივნისის ტესტ-სერიის პირველი მატჩი გამართეს სამოას წინააღმდეგ და 19:19 დაზავდნენ. მეორე დღეს ნაკრები ფიჯიზე გაემგზავრა, სადაც სუვაში აგრძელებს მზადებას ტონგას წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის, რომელიც 18 ივნისს, საქართველოს დროით 04:45 (გამთენიისას) საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]

გუნდმა რამდენიმე დღე აღდგენასა და რეაბილიტაციას დაუთმო და უკვე აქტიურად ვარჯიშობს.

მილტონ ჰეიგი ოკეანეთის ტურნეს განვლილი პირველი ტესტისა და ტონგასთან მომავალი მატჩის შესახებ საუბრობს:

"ვინაიდან
სამოასთან საკმაოდ დამღლელი მატჩი გამოდგა, ჩვენი ყურადღება მოთამაშეთა აღდგენაზეა გადატანილი, რათა კარგად მოემზადონ შემდეგი, ურთულესი ტესტისთვის.

ტონგა წყნარი ოკეანის თასზე კარგად ეთამაშა ფიჯის, 15 ქულა მიითვალეს პირველ ნახევარში და სრულად დომინირებდნენ. აქედან გამომდინარე, გააზრებული გვაქვს, თუ რაოდენ რთული ტესტი გველის.

ძირფესვიანად გავიარეთ სამოას მატჩი და გამოვავლინეთ ის ასპექტები, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია.

არაა გასაკვირი, რომ შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ ტონგა რევანშზე იქნება ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, მათ ენთუზიაზმსა და ღონეს შესაბამისად უნდა დავუპირისპირდეთ", - თქვა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა.

ტონგა-საქართველო 10:17 - ყველას ერთი მიზანი გვქონდა, გამარჯვება! [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბიჭებო მოგება ამ კონკრეტულ თამაშის ძალზედ საჭიროაა. გთხოვთ გაგვახარეთ.
kaxa
22:32 15-06-2016
0
ამ კაცის მოყვანა მწვრთვნელად ალბათ ეპოქალური გადაწყვეტილება იყო ქართულ რაგბიში და როცა წასვლას დააპირებს გულშემატკივარმა უნდა დავუფასოთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული