მატჩის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 13:10 დასრულდა - ჩვენგან ლელო დავით კაჭარავამ დადო, გარდასხვა და საჯარიმო კი ზუსტად კი მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.
მეორე ტაიმში ტონგელებმა შეძლეს სხვაობის გაბათილება და ანგარიშში დაწინაურებაც. განსაკუთრებით დრამატული ბოლო წუთები გამოდგა, რომელიც მთლიანად ქართველი მორაგბეების შეტევაში წარიმართა. ტონგა ანგარიშში ოთხქულიან უპირატესობას (20:16) ფლობდა და თავს იცავდა, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" თავისას მაინც მიაღწიეს - ბოლო
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში საქართველოს და ტონგას ნაკრებები ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. ბოლო ორ შეხვედრაში გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ.
შეგახსენებთ, რომ ოკეანეთის ტურნეში პირველი შეხვედრა "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად სამოასთან ფრედ 19:19 დაასრულეს, ივნისის ტესტებზე ბოლო მატჩს კი 24 ივნისს, მასპინძელ ფიჯისთან გამართავენ.
ტონგასთან საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ზურაბ ჟვანია, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი ფრუიძე.