"ბორჯღალოსნებმა" ოკეანეთში უკვე ორი ტესტი გამართეს. 11 ივნისს აპიაში სამოას დავუპირისპირდით და მატჩი ფრედ, 19:19 დასრულდა. მეორე დღეს ნაკრები ფიჯიზე გაემგზავრა, სადაც 15 ივნისს, ტონგას ვეთამაშეთ და 23:20 გავიმარჯვეთ.
სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]
"ტონგასთან ძალიან
მწვრთნელები იმ კომპონენტებს ვაქცევთ ყურადღებას, რომლებშიც, ჩვენი აზრით, ცოტა რამ გვაქვს გამოსასწორებელი, რათა ტურნეს დასკვნით ტესტში ფიჯისთან მომგებიან პოზიციაში ვიყოთ.
ზოგიერთ მოთამაშეს ტონგას შემდეგ მცირე და უმნიშვნელო ტრავმები ჰქონდა, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც სამატჩო რაზმში მოხვედრაში ხელს შეუშლის.
წინა შაბათს ტონგასთან ისტორიული გამარჯვების (ოკეანეთში პირველად) შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ქართული რაგბის ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ და მერწმუნეთ, რომ მთელი გუნდი საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ", - თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
მატჩის წინ მასპინძელთა ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა ჯონ მაკკიმაც გააკეთა კომენტარი:
"ქართველებს ძალიან კარგი ტური გამოუვიდათ კუნძულებზე და ახლა ნამდვილად იმაზე ფიქრობენ, რომ ტურნე წაუგებლად დაასრულონ. ასე რომ, დიდი მატჩი გველის. ჩვენი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ შინ ნებისმიერ მეტოქეს უნდა მოვუგოთ ტესტი. საამისოდ კი დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. მეტოქის სიძლიერეს მორკინალები განაპირობებენ, ჩვენ ამ კომპონენტში არ უნდა დავიჩაგროთ. დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ და ფეხითაც სათანადოდ გავისარჯოთ. შესაძლოა, უპირატესობა ხელით გაშლილ თამაშში მოვიპოვოთ".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ეროვნულ გუნდთან სულ ერთხელ ითამაშა. კუნძულელები 2012 წელს გვსტუმრობდნენ და 24:19 მოგვიგეს.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), შალვა მამუკაშვილი (გლაზგო), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა ბიწაძე (შამბერი), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი)
#9: ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
#10: რეზო ჯინჭველაშვილი (აია), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი)
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), ანზორ სიჭინავა (აკადემია)
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი)
გასულ უქმეებზე ფიჯის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ მატჩში შინ მოუგო სამოას ეროვნულ გუნდს - 26:16. ფიჯელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
ფიჯი
15. სამისონი ვირივირი, 14. ვაისეა ნავაკალევუ, 13. ვერენიკო გონევა, 12. ერონი ვასიტერი, 11. პატრიკ ოსბორნი, 10. სერემაია ბაი, 9. ჰენრი სენილოლი. 1. კამპეს მააფუ, 2. სუნია კოტო, 3. ლეროი ატალიფო, 4. აპი რატუნივარავა, 5. ტევიტა კავუბატი, 6. ლეონე ნაკარავა, 7. ნაულია დევაი, 8. ერემასი რადროდრო.
16. ვილიამე ვეიკოსო, 17. პენი რავაი, 18. ტანიელა კოროი, 19. ნემია სოკეტა, 20. მოსესე ვოკა, 21. სერუპეპელი ვულარიკა, 22. ბენ ვოლავოლა, 23. ბენიტო მასილევუ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"