"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
ვამაყობ რომ ქართველი ვარ ისეთი გახარებული ვარ არ ვიცი რა დავწერო საიტყვები არ მყოფნის ნამდვილი ვაშკაცები ხართ
ika
25 ივნისი 2016 09:45
0
თქვენ შემოგევლეთ სულ ყველას ბიჩებო..ამაყი ვარ ქართველი რომ ვარ თქვენ გენაცვალეთ ნამდვილო ქართველებო.
irakli
25 ივნისი 2016 09:40
0
გენაცვალეთ - ლომფხვები ხართ მგლებო!!!
რომან
24 ივნისი 2016 22:00
0
ფიჯიმ სათანადოდ ვერ დაგვაფასა და დაისაჯა კიდეც!ჯარიმებზე კარში დარტყმას თაკილობდნენ ბიჭები, ალბათ ფიქრობდნენ, როცა იქნება გავტეხავთ ქართველებსო. და როცა ისინი ქაოსურად გვიტევდნენ, ჩვენები ქულას ქულაზე უღებდნენ... ერთი კი უნდა ითქვას: ეს იყო ბოლო წლების თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის შედეგი და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარულით მიღწეული წარმატება და ამისთვის ყველას დიდი მადლობა !!! წინ მომავალში უფრო დიდი გამარჯვებებისთვის
giorgi
24 ივნისი 2016 21:25
0
ეს ხალხი საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც გირსეულად წარმოადგეგენ ჩვენს ქვეყანას. მადლობა მწრვთნელებს,რაგბის კავშირს ყველა მოთამაშეს ამ უმაგრესი შედეგბითვის. მალე 6 ერის გუნდები თვითონ შეგვეხვეწებიათ მათთან თამაშს. იმიტომ რომ ეს ჩვენ დავიმსახურეთ! საქართველოს გაუმარჯოს!
vato
24 ივნისი 2016 17:43
0
გენაცვალეთ!!!
jondie
24 ივნისი 2016 16:58
0
გენაცვალეთ ბიჭებო!!!! ამ რაგბის მამებს ნამუსი სინდისი თუ ასეთი რამე გააჩნიათ უნდა მიგვიღონ 6 ერში თორე კარგად გამოჩნდა ასეთი ჩაკეტილობით მხოლოდ და მხოლოდ უკან მიდიან !!! იტალიამ გაავსო ტომარა ხის კოვზებით ჩვენები გამოაცოცხლებენ მაგ ტურნირს ეს უეჭველია და ამას თუ იქ ვერ ხვდებიან მაშინ ბრმები ყოფილან
guro
24 ივნისი 2016 16:35
0
თქვენ გაიხარეთ ლომებო!
soxumeli
24 ივნისი 2016 16:02
0
მადლობა ლომებო
Davit
24 ივნისი 2016 14:59
0
ვაიმე ისეთი გახარებული, ამაყი ვარ თქვენს გამო, კიდევ ბევრი სიხარული და წარმატება მოგეპოვებინოთ ჩვენი ქვეყნისთვის! თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა გაწეული შრომისთვის... უფალმა დაგლოცოთ , ძალა და ღონე ნუ მოგაკლოთ
თეო
24 ივნისი 2016 14:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული