The Economist: საქართველო იმსახურებს ელიტაში თამაშის შანსს, მაგრამ...

AutoSharing Option
The Economist-მა სტატია მიუძღვნა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შანსს ექვსი ერის პირველობაზე მოხვედრაში, სათაურით: "წესით, საქართველომ უნდა მიიღოს ელიტაში თამაშის შანსი, მაგრამ, ალბათ, ამ შანსს ვერ მიიღებს".

"ევროპულ რაგბის ბოლო ორ კვირაში საამაყო ბევრი ჰქონდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდები ტესტების გასამართავად სამხრეთს ეწვივნენ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის წარუმატებლობა (არც ერთი ევროპული გუნდი არ გასულა ნახევარფინალში) დაევიწყებინათ.

მართლაც, ინგლისმა ბოლოს და ბოლოს, მოიგო სერია ავსტრალიაში, ირლანდიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა სამხრეთ აფრიკაში მასპინძელთა დამარცხება, საფრანგეთმა ორიდან ერთი შეხვედრა მოუგო არგენტინას. მხოლოდ უელსმა
დათმო ყველა შეხვედრა მასპინძელ ზელანდიასთან და ამ გუნდთან 1953 წლის მერე კვლავ მოუგებელია.

კიდევ ერთი ევროპული გუნდი ეწვია სამხრეთს - საქართველოს იშვიათად იწვევევენ სამხრეთ ნახევარსფეროში, მაგრამ მსოფლიოს თასზე ამ გუნდმა 4-დან 2 შეხვედრა მოიგო.

ქართველებმა ვერ შეძლეს ოკეანეთში უძლიერესი გუნდის წაყვანა. მაგალითად, ვერ წავიდა გუნდის კაპიტანი და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელიც საფრანგეთში კლუბში თამაშობდა.

მიუხედავად ამისა, საქართველომ მოუგო ტონგასა და ფიჯის და ფრედ ეთამაშა სამოას.

ოკეანეთში ძლიერი თამაში საქართველოს რაგბის კავშირს მეტ წონას მატებს, როცა ეს ორგანიზაცია ექვსი ერის შანსს ითხოვს. დღეისათვის ექვსი ერი დახურული მაღაზიაა - ინგლისი, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია და იტალია თამაშობენ. მაგრამ იტალიელები, რომლებიც ამ საუკუნეში დაემატნენ ტურნირს, დიდად ვერ სჯობნიან ქართველებს.

RugbyVision - რაგბის პროგნოზის მოდელი, ვარაუდობს, რომ იტალიის ნაკრები ნეიტრალურ მოედანზე "ლელოებს" მხოლოდ 7 ქულით მოუგებს.

ბოლო ათწლეულში "ლელოებს" მხოლოდ ერთხელ მიეცათ ექვსი ერის გუნდთან თამაშის შანსი (მსოფლიოს თასის მატჩებს თუ არ ჩავთვლით). მსოფლიო რაგბის ყოფილი შეფი ბერნარ ლაპასე საქართველოს მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ ტურნირი უნდა გაიხსნას და საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შანსი მიეცეთ.

მაგრამ ეს მალე არ მოხდება. კარგად გვახსოვს ექვსი ერის შეფის ჯონ ფეჰანის სიტყვები: "ექვსი ერის სადარდებელი არ არის, როგორ განვითარდება ქართული და რუმინული რაგბი".

საქართველოს რაგბის კავშირი აუცილებლად მოიგებს ფინანსურად ექვს ერში ჩართვით. 2014 წელს ამ ორგანიზაციის მთელი შემოსავალი 7,5 მილიონი ევრო იყო, მაშინ, როცა იტალია მარტო ექვს ერზე სატელევიზიო უფლებებით წელიწადში 16,5 მილიონ ევროს შოულობს.

ამასთან, "ლელოებისთვის" მოგება ექვსი ერის ორგანიზაციისთვის წაგება იქნება, ტურნირის ორგანიზატორი კი კერძო კომპანიაა. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონია, იტალიის - 60.

"საერთო მედიაშემოსავლები დაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იტალია გავარდება და მის ადგილს საქართველო დაიკავებს. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოსა და იტალიის მედიაბაზრებს შორის უზარმაზარი სხვაობაა", - გვიხსნის რობინ ჯელისი, სატელევიზიო მედიამარკეტინგის სპეციალისტი.

რაგბი ევროპის შეფი ოქტავიან მორარიუ ამბობს, რომ რაგბის სამყაროს ჩაკეტილი ბუნების გამო რაგბი ერთადერთი სერიოზული სახეობაა, რომელსაც არ აქვს ევროპის ჩემპიონატი. შესაძლოა, საქართველომ მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემები მოუტანოს ექვსი ერის ორგანიზაციას, მაგრამ ეს ცვლილება კარგია გრძელვადიანი გათვლით.

საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რაგბის სერიოზულად თამაშობენ, მაგრამ არასოდეს ყოფილან ბრიტანეთის კოლონია. სწორედ ამ სპორტის იმპერიალისტური წარმოშობის გამო ძნელია მისი გლობალური განვითარება.

მაყურებელთა დიდ ნაწილს სიამოვნებს, როცა აუტსაიდერი გუნდი იმარჯვებს ფავორიტზე, როგორც ეს იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩში მოხდა. მათ ნამდვილად გაახარებთ საქართველოს შემდგომი წარმატებები, მაგრამ სანამ ექვსი ერი კარტელის ტიპის ორგანიზაციაა, საქართველოს შანსი არ მიეცემა".
მკითხველის კომენტარები / 27 /
ვეთანხმები bs-ს. აუცილებელია საკლუბო დონეზე წარმატებული თამაში. გარდა ამისა უნდა ჩატარდეს მსოფლიოს შესარჩევი ტურნირი ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც კეთილი უნდა ინებონ და 6 ერის ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა. 6 ერის ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ გარანტირებული მსოფლიო თასზე თამაში. ეს უფლება სხვა ქვეყნებთან შეჯიბრების შედეგების გათვალისწინებით უნდა ეძლეოდეთ.
თემო
02 ივლისი 2016 12:36
0
ჩვენმა საამაყო მორაგბეებმა აალაპარაკეს ''6 ერის მამები"
რეალობა უნდა მივიღოთ და ვიმუშაოთ სიტუაციის შეცვლაზე...

ყველაზე მტავარი ისაა, რომ ჩვენი ბიჭები ამტკიცებენ, რომ იმსახურებენ ბობოლებთან თამაშს.
ახალი სისხლი სჭირდება 6 ერს, თორემ მოუწევს ''ხის კოვზებით'' დო-ს ყლაპვა...
ვინ თქვა, რომ იტალია მოგვიგებს? თან გარკვეული ქულებით? - ოხ, ეს სტატისტიკა და პროგნოზები.
ეგ პროგნოზები არ იყო, თავდაყირა რომ დადგა, მას შემდეგ რაც ბდღვირი დავაყენეთ კუნძულებზე?

მტავრობამ და ბიზნესმა უნდა იმუშავოს იმაზე, რომ ფინანსური არგუმენტები გამოაცალონ 6 ერის მამებს. ამაზე, დარწმუნებული ვარ მუშაობს, ბიძო, ვასაძე და სხვ.
ტრანსლიაციის უფლება წაიღონ, ბიზნესიც გვერდში დადგება და დარწმუნებული ვარ, ბობოლების ჩამოსვლაზე გულშემატკივრებიც გავიკრავთ ჯიბეზე ხელს...
თუმცა, ჩემზე უკეთესად იციან ჩვენმა რაგბის მესვეურებმა რა და როგორ უნდა გააკეთონ!

უსამართლობაა ნამდვილად. ნატო - არაო, ევროკავშირი არაო და რაგბიც - არა, კაცოოოოო?

ძალიან საინტერესო იქნება იტალიასთან გადაყრა. თავს იკიტრებდნენ მერე რა, ხის კოვზების გუდას რომ ვავსებთ, აგერ თაობა გვეზრდებაო და ჩვენმა პატარა ბორჯღალოსნებმა ესეც ჩაამწარეს.

6 ერი რომ 8 ერად გადაკეთდეს, ეს უფრო რეალურად მეჩვენება. სხვაგვარად, ჩვენი რაგბი ვერ განვითარდება და ეს იქნება ზალიან, ძალიან დიდი უსამართლობა!!!!!!!
გია
02 ივლისი 2016 12:22
0
იტალია მოგვიგებს 7 ქულით? გავარღვევთ ჩექმის ნაკერავზე
hahaha
02 ივლისი 2016 12:15
0
კლუბების მონწილეობაზე ევროთსებზე და ევროპის ჩემპიონატის ჩატარების მოთხოვნზე უნდა ვიმუშავოთ!!!
bs
02 ივლისი 2016 11:21
0
ყოჩაღ ჩვენო რაგბისტებო,ნაგარი სადარდებელი გაუჩინეთ, მე მჯერა,რომ მოვა დრო ჩვენთან თამაში მათთვის პრესტიჟული იქნება, ჩვენი შერკინება საუკეთესოა მსოფლიოში,რამდენიმე წელიწადში ხაზიც მაგარი გვეყოლება
ნიკოლოზ
02 ივლისი 2016 10:31
0
Vin daadgina, rom 7 qulit cavagebt, ratom ar gvetamashebian amxanagurs ,imitom rom eshiniat italielebs, martalia 4 milioni vart, magram mayurebeli chveni ufro miva stadionze vidre italiis da chveni qveynis 100 procents uyvars ragbi. Ragbi xom chveni tamashia.
dat
02 ივლისი 2016 08:23
0


რაგბის ,,მამებო'' !
მაგ თქვენი მაყუთის სიყვარულის გამოა რომ რაგბი არ ვითარდება სათანადოთ ძალიან ბევრ ქვეყანაში (((
ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩვენი რაგბის დაბლოკვაც არის ;
თუ ასე გააგრძელებთ, ჩათვალეთ რომ ამ ულამაზესი სანახაობრივის სპორტის მკვლელები იქნებით . . .




J A G A
02 ივლისი 2016 07:41
0
ჩვენ მაქსიმუმ 6ერში ბოლო ადგლიზე გასულის გადატამაშებას მივაღწიოტ.....ჩვენი რაგბი კიდევ განსავითარებელია...ჩვენი ჩემპიონი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ..ევროტურნირებში...ისე რა აზრი აქვს ჩემპიონობას?
zura zura12
01 ივლისი 2016 20:31
0
იმიტომ არის ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტი, რომ კარს ვერავინ ვერსად ჩაგიკეტავს. ითამაშე, მოიგე და ყველა კარი გაგეხსნება როგორც ეს ისლანდიის შემთხვევაში ხდება
ქქქქქქ
01 ივლისი 2016 20:21
0
The Economist-ის ამ სტატიით მკაფიოდ ჩანს რომ საქმე ეხება დიდ ფულს რომლის გაზიარება მაძღარ ევროპელებს არ სურთ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის
qomagi
01 ივლისი 2016 20:19
0

სიახლეები პოპულარული