ლაშა მალაღურაძე: საქართველოში რაგბი უკვე ფეხბურთზე პოპულარულია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ლაშა მალაღურაძემ რუსულ gornovosti-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენთვის რამდენიმე საინტერესო საკითხზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოს მსოფლიო თასის ერთ-ერთ აღმოჩენად თვლიან. რის ხარჯზე მოახერხეთ ასე კარგად თამაში? ბოლო-ბოლო, ტონგას ნაკრები დაამარცხეთ...
- ჩემპიონატისთვის საკმაო ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. 3 თვის განმავლობაში საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას წამითაც არ ვაძლევდით - ერთმანეთს მხარს ვუჭერდით.

მსოფლიო თასი ტონგას დამარცხებით დავიწყეთ და ყველა მეტოქესთან მიზნად გამარჯვება დავისახეთ. ჯამში, სამთვიანმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო.

- რამდენად პოპულარულია რაგბი საქართველოში?
- ვფიქრობ,
უკვე ფეხბურთზე პოპულარულიცაა. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იწყებს რაგბის თამაშს. საქართველოში ფეხბურთს ყოველთვის და ყველგან თამაშობდნენ - ახლა მსგავსი სიტუაცია უკვე რაგბიზეა.

- შენი აზრით, რა აკლია რუსეთის ნაკრებს საქართველოს დონემდე?
- რთული კითხვაა. რუსეთის ნაკრების მორაგბეები კარგი ბიჭები არიან. არაერთხელ მითამაშია თქვენი გუნდის წინააღმდეგ და ხშირად რთულად მოგვიპოვებია გამარჯვება.

ვფიქრობ, შეტევის ხაზი უკეთესი გვაქვს. უკეთესი გვაქვს ხასიათიც. იყო თამაშები, როცა წესით და რიგით უნდა მოგეგოთ, მაგრამ აგებდით...

- საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მატჩები იმდენად დაძაბულია, რომ საქმე არაერთხელ ჩხუბამდეც კი მისულა... მატჩის დასრულების შემდეგ გარჩევები გრძელდება თუ ნორმალურად ეკონტაქტებით ერთმანეთს?
- მატჩის შემდეგ კონფლიქტი აღარ არსებობს. ერთმანეთთან ვმეგობრობთ. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და გასაყოფიც არაფერი გვაქვს. მოედანზე ემოციურობის ფონზე ვჩხუბობთ, მაგრამ მატჩის მერე სხვა სიტუაციაა.
მკითხველის კომენტარები / 44 /
"ukleba"-ს. არგუმენტებზე საუბრობთ, თუმცა ძალზე არადამაჯერებელი საფუძვლები გააჩნიათ. რაგბი მეც მიყვარს და რა თქმა უნდა მსიამოვნებს ყველა წარმატება. მისი პოპულარობა საქართველოში გამოწვეულია იმ მდგომარეობით, რომ სპორტის გუნდურ, მით უმეტეს, კომერციულ(ფეხბურტი, კალათბურთი) სახეობებში წარმატების მიღწევა გაცილებით რთულია, ვიდრე პირადში, თანაც არაკომერციულში-ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ტანვარჯიშში, სროლაში და ასე შემდეგ. ეს ფაქტია და ტყუილად ნურავინ ნურავინ იდავებს.
რაგბის რეალურად, ანუ საშუალო(ჩვენ მსგავსად) და მაღალ დონეზე სულ 20-22 ქვეყანაში თამაშობენ და მათ შორის ჩვენ ცუდად არ გამოვიყურებით. თუ 3 მილიონიანი საქართველოსთვის რეიტინგში მე-11 ადგილი წარმატებად მიგაჩნიათ, 100 ათასიანი ტონგას დამარცხება ვერაფერი სატრაბახოა. თანაც ძალიან არათანაბარ შედარებებს აკეთებთ, რადგან ფეხბურთი და რაგბი საერთაშორისო პოპულარობით ძალიან განსხვავებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაუსვლელობა რაგბის მოთამაშე ქვეყნებისთვის უდიდესი მარცხია. ფეხბურთში და კალათბურთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმატებაა. ჩვენ რაღაც ნიშას მივაგენით სპორტში რაგბის სახით და რა თქმა უნდა, კარგია, თუ მეტი წარმატება გვექნება, მაგრამ ფეხბურთთან, ან კალათბურთთან საერთაშორისო დონეზე დიდხანს(შესაძლოა ვერასოდეს) ახლოს ვერ მივა.
სპორტის სახეობები, როგორც ავღნიშნე, იყოფა პოპულრულ და ნაკლებ პოპულარულად. შესაბამისია მათგან შემოსავალი, რეკლამა და ა.შ. მაგალითისთვის, ჩვენთან წარმატებული სპორტის ინდივიდუალური სახეობები, რომლებშიც ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს, ყველგან სახელმწიფო დოტაციაზეა და წამგებიანია. მათი შედარება არც შეიძლება ჩოგბურთთან, ავტორბოლებთან, კრივთან, მძლეოსნობის, ველოსპორტის, ან თუნდაც ცურვის სახეობებთან. საერთოდ, რაც მეტია კონკურენცია, რაც მეტი დიდი და განვითარებული სახელმწიფოა ჩართული ამა-თუ იმ სახეობის პოპულარიზაციაში, მეტი ცნობილი კომპანიაა დამფინანსებელი და სპონსორი, მეტად მნიშვნელოვანია სპორტის სახეობა.
თემო
02 სექტემბერი 2016 14:47
0
ქომაგი
არა მეგობარო არც მიფიქრია ვინმეს დაკნინება, ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ როდესაც რაიმე არგუმენტის გაბათილლებას ცდილობ უბრალოდ უნდა გქონდეს არგუმენტი. არ არსებობს ორი სიმართლე და არც მე ვარ შეუგნებელი საღი აზრი რომ არ დავაფასო. უბრალოდ აქ კამათი მიდის ისეთ თემაზე რაც ისედაც ცხადია და რატომ ხდება ასე ვერ გავიგე. ის რომ საქართველოში-ხაზს ვუსვამ საქართველოში რაგბი უფრო პოპულარული გახდა სმსდ მტკიცება რათ უნდა. მე ამას სიხარულით არ ვამბობ მარა არარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ფეხბურთზე, სადაც არ მიდიოდა ხმამაღალი გინება და შეურაცხყოფა თუნდაც საკუთარი ფეხბურთელების. სამწუხარო რეალობაა მარა ასეა. ვინ მეტოქის სანახავად დადის, ვინ იმის გამო რო პროსტა სტადიონზე წასვლა უხარია-დღეს ფეხბურთზე ნამდვილი გულშემატკივარი ძალიან ძალიან იშვიათია. ეს არის ძალიან ცუდი რეალობა. იმაში ვეთანხმები ბიჭებსვინც ამბობს რომ ერთი 3-4 მოგება და ხალხი გაავსებს სტადიონებს. ეს საკამათო არაა, თუმცა ძალიან გვიანდება. აშკარად მორაგბე თაობა მოდის და თუკი უახლოეს 10 წელიწადში ჩვენ ფეხბურთს არ ეშველა, მერე ძალიან რთული იქნება შემობრუნება. 81-წლის ფინალის მომსწრე თაობა , რომელტაც ახსოვთ ის დიდება და სიხარული კიდევ ხო მარა, რაღა თქვა ახლა დრეს 20 წლის ბიჭმა ან თუნდაც 30 წლისამ. გადახედე ჩვენი ნაკრების (გუნდების) ბოლო 30 წლის სტატისტიკას და მერე რეგბისტების და აქ საკამათო აღარაფერი დარჩება,. რუმინეთთან თამაშმა მე დამანახა რომ დღეს რაგბი უფრო პოპულარულია და სამოასთან და იაპონიასტან რომ დინამო არენა გადაივსება ამაშიც დარწმუნებული ვარ
ukleba
02 სექტემბერი 2016 12:39
0
უკლება-ს
სწორედ ჩვენი პოლიტიკოსებივით მართლაც ეგრევე დაკნინებაზე რომ გადმოდიხარ რას მივაწეროთ ეგ?????
არგუმენტი კი ისაა რომ ქომაგი დადის სანაკრებო მატჩებზე და ფეხბურთს ცალკე აღებულს(გავანებოთ ამ ნაკრებს თავი, თავისიც ეყოფათ) ვერ შეედრება პოპულარობით სხვა სპორტი ჩვენთან, თორემ რაგბის ნაკრებიც და კალათბურთის ნაკრებიც აშკარად უფრო პოპულარულია, თუმცა გამოუსწორებელი 25-30 ათასი ოპტიმისტი მაინც მიდის ხოლმე საფეხბურთო ნაკრების შესარჩევზე )))
სხვა მხრივ ტონდა და პორტუგალია, ბელგია, შვედეთი თუ სამოა არცაა შესადარებელი, არც ეს ორი სპორტია შესადარებელი, მე რაც შემეხება მართლაც ვერ ვერკვევი სიღრმისეულად რაგბში და მხოლოდ ნაკრების თამაშებს და მსოფლიო თასს თუ ვადევნებ თვალს, სადაც თითქმის სულ ერთი და იგივე სურათს ვხედავ, სამხრეთ ნახევარსფერო უდიდეს და უპირობო უპირატესობას, ჩემნაერებისთვის ალბათ მოსაწყენს ხოლმე, თუმცა მაქაც დრო მოიტან თავისას
ქომაგი
01 სექტემბერი 2016 17:57
0
ისე რო იცოდეთ ჩოგბურთი ბევრად პოპულარული სპორტია ვიდრე რაგბი
Lado
01 სექტემბერი 2016 17:46
0
კარგით ხალხო რა რაგბი რა სისულელეა რაგბს თუ საქართველო არ თამაშობს როგორ უნდა უყურო.იმდენად დაბალი კონკურენიი რო ასეთი დაბალი კონკურენცია არცერთ სპორტში არაა.წელს ევროზე რაც ისლანდიამ ქნა არადა რეიტინგში ძაან უკანაა.ეგეთი რამ რაგბში არ მოხდება ალბათარასდროს.ჯერ იმ თამაშის რავთქვი სადაც კარგი აუტი გექნება
Lado
01 სექტემბერი 2016 17:35
0
და კიდევ ერთიც. მხოლოდ თბილისში რაგბს 10-15 000 რასაც ქვია უმაგრესი ქომაგი ჰყავსმ, რომლებიც ყველა თამაშზე დადიან. ქარში და წვიმაში. ეს რიცხვი აშკარად იზრდება და ეს მხოლოდ გასახარია.
ukleba
01 სექტემბერი 2016 15:23
0
ქომაგი
როგორც სჩსანს მეგობარო ცუდად ერკვევი რაგბში. იგივე ტონგას დამარცხებული ჰყავს საფრანგეთის ნაკრები და არაერთგზის გაუმწარებია სხვა ბობოლები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუმინეთს არაერთხელ ჰყავს დამარცხებული საფრანგეთი და იტალია. აღარაფერს ვამბობ წელსვე ბრაზილიის მიერ აშშ-ს დამარცხებაზე. ასე ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. რაც შეეხება შდარებას, რა ტქმა უნდა მე დღეს არსებული მდგომარეობით შევადარე სანაკრებო დონეების მიხედვით თორემ 40 წლის წინ ინგლისშI ნოტინგემ ფორესტი დომინირებდა, თუმცა მოგეხსენება დღეს სადაა. ჯობს არგუმენტს არგუმენტი დაუპირისპირო და ჩევენი პოლიტიკოსებივით ჩემი არგუმენტების მცდარობას ნუ ჩაეძიები :)
ukleba
01 სექტემბერი 2016 15:21
0
დაწყნარდით და დაშოშმინდით ყველა!არც რაგბი და არც ფეხბურთი,არც კალათბურთი და არც ჭიდაობა!საქართველოში პირველ ადგილზე დომინოა!
კალისტრატე
01 სექტემბერი 2016 14:21
0
მაშინ ასეც შეადარეთ: მსიოფლიოს ან ევოპის ჩეემპიონატზე გასულმა საქარტველოს ნაკრებმა, იქ მოუგოს ტონგის დონის გუნდს ფეხბურთში, მაგალიტად (პორტუგალიას, ბელგიას), და კი ბატონო, თქვენს არგუმენტს ჩავთვლი განხილვის ღირსად მაინც :))
- ტონგის დონე საფეხბურთო ნაკრების განსაზღვრა შეუძლებელია, იგივე პორტუგალია ევროპის ჩემპიონი გახდა, ბელგია ახლაა კარგი დონის გუნდი, შვიდი-რვა წლის წინ ჩავარდნა ჰქონდა სერიოზული ანუ პერიოდულად აქვთ წარმატებები ასეთ გუნდებს, რაგბში ასე არაა და არც იქნება მინიმუმ 30 წელი ალბათ, იგივე ტონგას ფაქტიურად შანსი არა აქვს ბობოლებთან და საკმაო სხვაობითაც აგებს ხშირ შემთხვევებში ანუ წინსაწარ ცნობილია 99% შედეგი, იაპონიის მიერ სამხრეთ აფრიკის ძლევა მგონი ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მსოფლიო თასის ისტორიაში. ასე რომ არ გამოდის შედარება, როგორც ვნახეთ იგივე პორტუგალია ევროს იგებს და ა.შ. პოპულარობას კი ის განსაზღვრავს რას უყურებს სპორტის მოყვარული უფრო, მგონი არცაა საკამათო თუ რომელ სპორტს ანიჭებს უპირატესობას ქართველი ქომაგი მსოფიო მაშთაბით (ადგილობრივი ჩემპიონატითაც), აქ სხვანაერადაა საკითხი, რაგბის ეროვნული ნაკრები აშკარად უკეთესია საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებზე, კალათბურთისაც უკეთესია, ბევრს კალათბურთის გუნდი მიაჩნია ყველაზე წარმატებულად, მოკლედ ესაა და ეს. იმედია ექვს ერამდე მიგვიშვებენ და თავიდან როგორ გაგვიჭირდება ვიცით და მზად ვართ, შეიძლება ვთქვათ სამი სეზონის განმავლობაში ერთი-ორი მატჩი მოვიგოთ მხოლოდ და ჩვენი "ქომაგის" მიდგომა რომ ვიცი დაიწყებენ რაგბში პროფესორობასაც, ცინიკოსობას და ტრიბუნების თანდათან შეთხელებას ))
ქომაგი
01 სექტემბერი 2016 14:04
0
მართლა სასაცილოა რაც ახლა აქ ხდება :))
არ მინდა მეც "პროფესორად" გამოვჩნდე მარა აუცილებლად მინდა ჩამოვაყალიბო:
1) ვეთანხმები აზრს, რომ შედარება აფსურდია, თუმცა რუსი ჟურნალლისტის დასმულ სეკითხვაზე: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი (და არა მსოფლიოში), დღეს რაგბი ნამდვილად პოპულარულია ვიდრე ფეხბურთი და ეს რაგბისტების "ბრალი" სულაც არაა. ეს ფეხბურთელების "დამსახურებაა". უჯიგრობის და არაპროფესიონალიზმის. გამოვა ვიღაც და იტყვის" მილიარდების გარეშე ფეხბურთი არ არსებობსოო (ისლანდია, ალბანეთი, უელსი-დავივიწყოთ საერთოდ) ხოდა ბატონო არ გვაქ ეს მილიარდები და დავკმაყოფილდეთ მაშინ იმით რაც გვაქ და ნუ ბაქიბუქობენ ჩვენი ფეხბურთის მესვეურნი, რომ ახლა იქ გავალთ და ახლა აქ გამოვალთო. საბედნიეროდ რაგბს ამხელა ფული არ სჭირდება და ამხელა მსოფლიოში (მესმის რომ მაქსიმალისტები ვართ და გვინდა რო პირველები ვიყოტ 3 მილიონიანი ქვეყანა ყველაფერში), მე-11 ადგილზე ვართ ეს რა წარმატება არაა. თუ ცოტათო გაიზრდება დაფინანსება და რეგბი მართლაც ეროცნული გახდება, რაც ქარტველი კაცის ხასიათშია უბრალოდ და იმიტომ, იქნებ შევაბიჯოთ იმ ათეულში.
2) მე და ჩემი მეგობრები საქართველოს ნაკრების (ყველა ნაკრების+ასაკობრივები) თამაშებზე დავდივართ, მათ შორის საგარეო (დიდი ფორუმებიც), იმიტომ რომ ყველაფერი ტანაბრად მიყვარს, სადაც ჩემი ქვეყნის დროშა ფრიალებს და ჰიმნი ჟღერს. წაგებასაც ავიტანთ (აგვიტანია), იმედგაცრუებასაც, მაგრამ ერთადერთი რასაც ვერ ავიტან და რის გამოც სამწუხაროდ ფეხბურთზე უბრალოდ არარ დავდივარ, ეს არის უჯიგრობა და გამოვიყენებ ერთ სლენგს (***). არასოდეს დამავიწყდება ჯენარო გატუზოს სახე მილანი-იუვეს ფინალის დროს. აქ საუბარი იმაზე კი არაა, რომ ფეხბურთი ან არ მიყვარს ან რამე--უბრალოდ დავიღალეთ და რა გასაკვირია ჩვენ დაქცეულ ქვეყანაში, სადაც ხალხს მასიურად უჭირს, რომ ის სპორტია პოპულარული და მასიური, სადაც წარმატებაა. მაპატიეთ მარა თუ ვინმე შედარებას აკეთებთ, მაშინ ასეც შეადარეთ: მსიოფლიოს ან ევოპის ჩეემპიონატზე გასულმა საქარტველოს ნაკრებმა, იქ მოუგოსტონგის დონის გუნდს ფეხბურთში, მაგალიტად (პორტუგალიას, ბელგიას), და კი ბატონო, თქვენს არგუმენტს ჩავთვლი განხილვის ღირსად მაინც :))
პ.ს.
მადლობა წინასწარ თუ ვინმე წაიკითხავს :))
ukleba
01 სექტემბერი 2016 13:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული