დღის კარიკატურა: ხევსური მებრძოლი უფრო მაგარია თუ სამურაი?

AutoSharing Option
ამბობენ, ნამდვილი ამბავიაო: რუსეთ-იაპონიის ომში ბავშვობიდან ფარიკაობაში გამოწვრთნილმა ხევსურმა იაპონელი სამურაების ოცეული მოიგერიაო. სამართლიანი შერკინება იყო? ბევრს ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ექნება - რა უნდოდა ქართველს შორეულ აღმოსავლეთში, რას ედავებოდა იაპონელებსო...

გავიდა დრო და იაპონელები უკვე თბილისში ჩამოვიდნენ, ოღონდ სამართლიანი ბრძოლისთვის - 12 ნოემბერს საქართველო და იაპონია ერთმანეთს რაგბიში გაეჯიბრებიან. სწორედ ახლა გამოჩნდება, თხუთმეტი-თხუთმეტზე ბრძოლაში ჩვენ უფრო მაგრები ვართ თუ სამურაები.

ცნობისთვის, "ბორჯღალოსნებს" იაპონელებთან აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ. საერთო ანგარიში "ამომავალი მზის ქვეყნის" შვილების სასარგებლოდაა - 3:1.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ამბავი მეც წალითხული მაქვს.თუ არ ვცდები კვირის პალიტრაში.სამურაები მხოლოდ მეთაური იქნებოდა,რადგან სამურაი როგორც მახსოვს,ჩვენს ენაზე აზნაური ხდებოდა,ჯარისკაცი კი ჩვეულებრივი,დაბალიწრიდან იკრიბებოდნენ და მათი დახელოვნება გაცილებით სუსტი იყო.ასე რომ ,თუ ზოგადად იაპონელების ტანმორჩილობას,ქართველ მთიელთა ტანადობას,ვიწრო სივრცეს,ხევსურთა ტრადიციულ დახელოვნებას ფარიკაობაში,ვაჟკაცობას და დიდ ფიზიკურ ძალას გავითვალისწინებთ,ეს ამბავი დაუჯერებელი აღარ მოგეჩვენებათ.ვისაც არ წაუკითხავს,წაიკითხოს ვაჟა ფშაველას ლექსი ,,ბაკური".
ბორჯღალს გაუმარჯოს!
სოსო
17:01 09-11-2016
0
qar-ს

მართალია, გადმოცემა ამას ამბობს! იმასაც ამბობს, რომ ქართველების საბრძოლო ოსტატობითა და შემართებით გაოცებულმა იაპონელებმა, დაღუპულ ხევსურებს, სამხედრო პატივი მიაგეს, როგორც ღირსეული მებრძოლთა წესია!
niko
15:19 09-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული