დღის კარიკატურა: ხევსური მებრძოლი უფრო მაგარია თუ სამურაი?

AutoSharing Option
ამბობენ, ნამდვილი ამბავიაო: რუსეთ-იაპონიის ომში ბავშვობიდან ფარიკაობაში გამოწვრთნილმა ხევსურმა იაპონელი სამურაების ოცეული მოიგერიაო. სამართლიანი შერკინება იყო? ბევრს ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ექნება - რა უნდოდა ქართველს შორეულ აღმოსავლეთში, რას ედავებოდა იაპონელებსო...

გავიდა დრო და იაპონელები უკვე თბილისში ჩამოვიდნენ, ოღონდ სამართლიანი ბრძოლისთვის - 12 ნოემბერს საქართველო და იაპონია ერთმანეთს რაგბიში გაეჯიბრებიან. სწორედ ახლა გამოჩნდება, თხუთმეტი-თხუთმეტზე ბრძოლაში ჩვენ უფრო მაგრები ვართ თუ სამურაები.

ცნობისთვის, "ბორჯღალოსნებს" იაპონელებთან აქამდე ოთხჯერ უთამაშიათ. საერთო ანგარიში "ამომავალი მზის ქვეყნის" შვილების სასარგებლოდაა - 3:1.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგრა ვერთობი - ქართველები თვითონ ვიგონებთ საკუთარ თავზე ამბებს და მერე თვითონვე გვჯერა. ოცი სამურა და ხევსური არა ფლავი.
ჯონდო
10:51 09-11-2016
0
ოცი სამურაი არ იყო, კოშკის კიბის უჯრედში სამი ხევსური იყო და რამდენიმე იაპონელი ჯარისკაცი, ხევსურებს ტყვიაწამალი გამოელიათ და ხმლით იგერიებდნენ სანამ შეეძლოთ მერე ცეცხლსასროლით ჩაცხრილეს იაპონელებმა, თუმცა მანამდე რამდენიმე ჯარისკაცის მოკვლა მოასწრეს. მგონი ერთი გადარჩა და ეს ისტორიაც იქიდანაა. სამურაი და თან 20 რა შუაშია ვერ გავიგე, ჩვეულებრივი ხელჩართული ბრძოლა იყო შენობაში, რაც სიკვდილით დასრულდა. ნუ აბუქებთ ხოლმე ეს ჟურნალისტები და მოიძიეთ სწორი ინფორმაცია. რაც დავწერე ეგეც ზეპირი გადმოცემიდანაა და რამდენად სიმართლეს შეესაბამება რთული სათქმელია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული