"ბორჯღალოსნების" მზადება "შევარდენზე" ნოემბრის ტესტებისთვის [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას "შევარდენის" ბაზაზე აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ტესტების პირველ მატჩს მილტონ ჰეიგის გუნდი 12 ნოემბერს თბილისში იაპონიის ნაკრებთან ჩაატარებს. ერთი კვირის შემდეგ "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ, ტესტების ბოლო შეხვედრას კი სტუმრად შოტლანდიის ნაკრებთან, 26 ნოემბერს გამართავენ.

ქართველი მორაგბეები "შევარდენზე" ღია ვარჯიშს 10 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე გამართავენ. დასწრება თავისუფალია. მანამდე კი საქართველოს რაგბის კავშირმა "ბორჯღალოსნების" მზადების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
იხილეთ ფოტოგალერეა
გოგიტა ბუხაიძის ფოტოები
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
იაპონიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ! დანარჩენებზე მერე
მერაბი გ.
08:24 10-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული