საქართველოს ნაკრები სტუმრების დასახვედრად ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება. ფოტოებზე, რომლებიც ამ წერილს ახლავს, ვარჯიშის ეპიზოდებია ასახული. აღსანიშნავია და, ამასთან ერთად, სასიხარულოცაა, რომ სავარჯიშო კვართებზე შინდისფერი (ღვინისფერი) დეტალები გამოჩნდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 1989 წელს შეიქმნა და პირველივე მატჩში ზიმბაბვეს ნაკრებთან შინდისფერი კვართით შეიმოსა. სწორედ ამ ფერის სათამაშო ფორმით ასპარეზობდნენ "ბორჯღალოსნები"
2004 წელს ქვეყანაში ხელისუფლება რევოლუციური გზით შეიცვალა, რომელმაც დროშაც და ჰიმნიც გამოცვალა და ყველა სპორტული ფედერაცია, მათ შორის, რაგბის კავშირიც დაავალდებულა, რომ სათამაშო ფორმა დროშის ფერებში, თეთრ-წითელში გადაეწყვიტათ.
ერთი სიტყვით, დღემდე, ისევე, როგორც სპორტის სხვა სათამაშო სახეობებში, რაგბის ნაკრების ფორმაც თეთრ-წითელი იყო. ახლა, სხვა ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობთ, დროა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავისი ფერები დაუბრუნდეს. მით უფრო, რომ მრავალი მაგალითი არსებობს, როცა ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრები ეროვნული დროშის ფერებში არ თამაშობს. მაგალითად: ახალი ზელანდია, ავსტრალია, იტალია... ვფიქრობთ, საკმარისია.
არ გავკადნიერდებოდით და ნაკრებისთვის მისი ფერების დაბრუნებას არ ვითხოვდით, რომ არა რაგბის ქომაგთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი. ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოკითხვაც კი მოეწყო, სადაც ნაკრების კვართის ფერთა შორის სწორედ შინდისფერმა (ღვინისფერმა) გაიმარჯვა.
კარგი იქნება, თუ საქართველოს რაგბის კავშირი ერთგული ქომაგების სურვილს და თხოვნას გაითვალისწინებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მის ფერებს დაუბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" შაბათს, ვაკის სტადიონზე იაპონიის ეროვნულ გუნდს 15 საათზე ეთამაშებიან.
საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი (ორივე-მონპელიე), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზიშვილი (ორივე-ტულონი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი).
მეორე ხაზი: გიორგი ნემასაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა ბიწაძე (შამბერი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი).
#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი)
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), დავით კაჭარავა (ენისეი), გიორგი კოშაძე (ხარები)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი აფციაური (ლოკომოტივი), ანზორ სიჭინავა (აკადემია)
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
თადარიგი
გიორგი ჩხაიძე (დომონი), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი).
იაპონია
შერკინება: მასატაკა მიკამი, მალგენე ილაუა, კიოსუკე კაჯიკავა (სამივე-ტოშიბა), ტაკეში კიზუ (კობელკო), კენსუკე ჰატაკეიამა (სანტორი), კოტარო იატაბე, შუნსუკე ნუნომაკი, შოთა ჰორი (სამივე-პანასონიკი), ამანაკი მაფი (შინინგ არსი), სატოში ნაკატანი, კოკი იამამოტო, ტაკეში ჰინო, ჰეიჩირო იტო, უვე ჰელუ, იუჰიმარუ მიმურა, (ყველა-იამაჰა), იასუო იამაჯი, სამუელა ანისე (ორივე-ქენონი), შუჰერი მაცუჰაში (რიკოში).
უკანა ხაზი: ფუმიაკი ტანაკა (პანასონიკი), იუკი იატომი (იამაჰა), იუ ტამურა (გრინ როკეტსი), ჰარუმიჩი ტატეკავა (კუბოტა), კოტარო მაცუშიმა (სანტორი), აკიჰიტო იამადა (პანასონიკი), კენკი ფუკუოკა (პანასონიკი), კერნი ჰესკეთი (მუნაკატა), იასუტაკა სასაკურა (პანასონიკი), ჯუმპეი ოგურა (შინინგი), ტიმოთი ლაფაელე (რედ სპარკსი), ამანაკი ლოტოაჰეა (რიკოში), ლომანო ლემეკი (ჰონდა), ტაკაჰირო ოგავა (ტოშიბა).
ნოემბრის ტესტები
12 ნოემბერი
საქართველო-იაპონია
19 ნოემბერი
საქართველო-სამოა
26 ნოემბერი
შოტლანდია-საქართველო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"