საქართველო VS იაპონია - ნაბიჯი მსოფლიო ათეულამდე

AutoSharing Option
დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" თბილისში იაპონიის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

მატჩზე დასასწრები ბილეთები სალაროებსა და საიტზე თამაშამდე ორი დღით ადრე სრულებით გაიყიდა. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ბილეთებს გადამყიდველები ორმაგად ფასად ყიდიან.

აქამდე იაპონიის ნაკრებთან ოთხჯერ გვითამაშია და მხოლოდ ერთხელ მოვიპოვეთ გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებს" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და დღევანდელ მატჩში წარმატების შემთხვევაში, მსოფლიოს რეიტინგში ფიჯის ნაკრებს გაუსწრებენ და პირველად ქართული
რაგბის ისტორიაში, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევლენ.

დღეს ნაკრებს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეს პატივი 8-ჯერ ერგო. იაპონიასთან მატჩში 100-იანთა კლუბს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან მერაბ კვირიკაშვილი და დავით კაჭარავა, რომელთა ანგარიშზე დღესდღეისობით 95-95 კეპია. ამასთან ერთად, კვირიკაშვილი 743 ქულით "ბორჯღალოსანთა" საუკეთესო მექულეა.

თამაშის წინა დღეს მეტოქეებმა კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კი პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

- მილტონ ჰეიგი: იაპონიასთან ჩვენი ძლიერი მხარე - შერკინება უნდა გამოვიყენოთ
- მამუკა გორგოძე: მერაბ კვირიკაშვილი თანადგომას მთელი საქართველოსგან გრძნობს
- ღვინისფერი "ბორჯღალოსნები" - საქართველოს ნაკრები შინდისფერ ფორმას იბრუნებს?
- ამბიციური "საკურები" - რა უნდა ვიცოდეთ მეტოქე იაპონიის ნაკრებზე
- დღის კარიკატურა: ხევსური მებრძოლი უფრო მაგარია თუ სამურაი?

ნოემბრის ტესტები
12 ნოემბერი
მიხეილ მესხი. 15:00
საქართველო-იაპონია

საქართველო:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. მამუკა გორგოძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ბექა ბიწაძე
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ანზორ სიჭინავა
იაპონია: 15. კოტარო მაცუშიმა, 14. ლომანო ლემეკი, 13. ტიმოთი ლაფაელე, 12. ჰარუმიში ტატეკავა, 11. კარნე ჰესკეჩი, 10. ჰიკარე ტამურა, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. სატროში ნაკატანი, 2. შოთა ჰორი, 3. ეიშირო იტო, 4. კოტარე იატაბე, 5. კიოსუკე კაჯიკავა, 6. მალგენე ილაუა, 7. შუნსუკე ნუნომაკი, 8. ამანაკი მაფი
16. ტაკეში ჰინო, 17. მასატაკა მიკამი, 18. იასუ იამაჯი, 19. სამუელა ანისე, 20. უვე ჰელუ, 21. კეისუკე უჩიდა, 22. ამანაკი ლოტოაჰეა, 23. კენკი ფუკუოაკა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული