მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ იაპონიასთან დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით
- საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO]

"უპირველესად, მოწინააღმდეგეს ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. იაპონია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ადრე უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდათ.

დღეს მეტოქე დავჩაგრეთ... არ მესმის როგორ წავაგეთ. ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელ შეხვედრაში განსაკუთრებით ბევრი ჯარიმა ავიღეთ. ვერავის ვერაფერს
დავაბრალებთ: იაპონიას ვეთამაშეთ, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეს მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ასე რომ ნორმალური იყო ჯარიმათა ის რაოდენობა, რომელიც დღეს ავიღეთ", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
სისწრაფე, სისწრაფე და სისწრაფე ეგ არის მონუსი ჩვენი ნაკრების.
0
მამუკა,რაზე გიქვია დაჩაგვრა?4 ლელოს რომ დაგიდებენ?დაცვა რომ შენზე 10-ჯერ უკეთესი ჰყავთ? უამრავ შეცდომას რომ დაგაშვებინებენ?
status quo
09:58 14-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული