"ბორჯღალოსნები" რეიტინგში დაქვეითდნენ - მე-11 ადგილი იაპონიამ წაგვართვა

AutoSharing Option
დღეს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.

12 ნოემბერს იაპონიის ნაკრები რომ დაგვემარცხებინა, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად შევიდოდა ტოპ-ათეულში, მაგრამ გუნდი იაპონიასთან დამარცხდა და სწორედ ამ უკანასკნელს დაუთმო რეიტინგში მე-11 ადგილი.

"ბორჯღალოსნებს" 73,78 ქულა აქვთ და მე-12 საფეხურზე არიან, იაპონია მე-11 ადგილზეა 75,25 ქულით.

19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მორიგ ტესტს თამაშობს, სამოას მასპინძლობს და ძალზე მნიშვნელოვანია გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მე-12 ადგილიც დავკარგოთ.

ტოპ-15
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
რეიტინგი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მთვარია უკეთესი თამაში დავიწყოთ - უფრო კომბინაციური და სწრაფი. იაპონიამ ჩვენი სისუსტეები გააშიშვლა და საჭიროა სწორი დასკვნების გაკეთება და მათ გამოსწორებაზე მუშაობა.
gogig
17:48 14-11-2016
0
ისე ცოტა სირბილსაც რომ აქცევდნენ ყურადღებას და არა ჯიქურ მიწოლებს რომელიც უკვე აღარავის სჭირდება კარგი იქნებოდა
misha
19:20 14-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული