"ბორჯღალოსნებმა" სამოასთან ტესტ-მატჩისთვის მზადება "შევარდენზე" დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო. გუნდი, ტრადიციულად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბა.

19 ნოემბერს "ბორჯღალოსნების" მეტოქე სამოას ნაკრები იქნება, რომელიც გასულ უქმეებზე მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა ტულუზში, საფრანგეთის ნაკრებთან - 8:52. სამოელთა ასეთი მარცხი მართლაც მოულოდნელი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი ფორმაციის საფრანგეთის ნაკრები საქმეს ახალი აღმაფრენით შეუდგა და უნდა ველოდოთ, რომ "ლე ბლო" ისევ გრანდების შესაბამისად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯერჯერობით ცვლილება არ არის. შეძლებს თუ არა თამაშს დაშავებული ლაშა ხმალაძე, დღეს გახდება ცნობილი. ასევე, შესაძლოა, განხორციელდეს
სხვა ცლილებებიც.

საქართველო-სამოას მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11-დან 19 საათამდე შეუძლიათ, ფასი კი 3, 5 და 10 ლარია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სერიოზულად შეუბერა ვიღაცამ ))))
nikoloz
13:31 16-11-2016
0
რას ეწევი?:))))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული