"ბორჯღალოსნებმა" სამოასთან ტესტ-მატჩისთვის მზადება "შევარდენზე" დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო. გუნდი, ტრადიციულად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შეიკრიბა.

19 ნოემბერს "ბორჯღალოსნების" მეტოქე სამოას ნაკრები იქნება, რომელიც გასულ უქმეებზე მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა ტულუზში, საფრანგეთის ნაკრებთან - 8:52. სამოელთა ასეთი მარცხი მართლაც მოულოდნელი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი ფორმაციის საფრანგეთის ნაკრები საქმეს ახალი აღმაფრენით შეუდგა და უნდა ველოდოთ, რომ "ლე ბლო" ისევ გრანდების შესაბამისად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯერჯერობით ცვლილება არ არის. შეძლებს თუ არა თამაშს დაშავებული ლაშა ხმალაძე, დღეს გახდება ცნობილი. ასევე, შესაძლოა, განხორციელდეს
სხვა ცლილებებიც.

საქართველო-სამოას მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11-დან 19 საათამდე შეუძლიათ, ფასი კი 3, 5 და 10 ლარია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თქვე დალოცვილებო,ღვინისფერი ჩავაცვითო რომ გაიძახით ერთი ზომის წინდები ვერ უნდა ამოასხათ ქალამნებად საქართველოს ეროვნულ გუნდს?წამდაუწუმ კვართების ფერის ცვლაც,შეცვლის რამეს უკეთესი თამაშიკენ? "უძლიერესი" ჩოხასხმულობა გვქონდა თეთრ სისხლიფერებში ჯვარითურთ და ჩამქრალი,"უკუღმა" მბრუნავი ბორჯღლით,ბოლო ბოლო ჯვაროსნები-ბორჯღალოსნები თუ ვართ? თუ ?მხოლოდ,უზომოდ ღვინის მსმელნი ღვინისფერ შვინდისფერ აღკაზმულობით,მაშინ ქართველ მეფეთა ფერებით შევიმოსოთ ოქროს-შვინდისფერ-თეთრ-ნარინჯისფერ ქათქათობებში და "მეტიც არ გვნდა".სამი სიტყვით -სოფლის ორღობის გუნდი- ხომ არ ვართ-სხვადასხვა ზომის სიგრძითა და ჭრელ ჭრელი ფერის ფეხსაცმელ-წაღებიანი ქართველი ბიჭები, ქართული ეროვნული ანთემის შესრულებისას რომ ჩამოვწკრივდით-ეროვნული ნაკრები ვართ!!!! სად არიან ქართველთ აბჯარამსხმენი " ბიჭოლები" და სხვანი-მეჭურჭლეთუხუცესნი ქართუელთა, მათ შორის სფორტსმენთა სათანადოდ ჩაცმულობისა ფასუხის მგებელნი,თუმცაღა, ეთიოფიელი,ოდესღაც ფეხშიშველად მორბენალი აბიბე ბიკილა რომ ამბობდა-ნაიკის და ადიდასის ჩაცმულობა კი არ დარბის,მე დავრბივარო! ამგვარ თქმულშია ფესვი ნებისმიერ გამარჯვებათა.
The Cruzedars Engl- land.
14:59 15-11-2016
0
რას ეწევი?:))))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული