მამუკა გორგოძე: ხვალ წაგების უფლება არ გვაქვს!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ, სამოასთან მატჩის წინ, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში იაპონიასთან (22:28) დამარცხდნენ. საქართველოსა და სამოას ნაკრებებს შორის შეხვედრა კი 19 ნოემბერს, "მიხეილ მესხზე", 15:00 სთ-ზე დაიწყება.

"ძალიან მძიმე მატჩი გველის. დაახლოებით ერთი ტიპის რაგბის ვთამაშობთ, ამიტომ შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.

იაპონიას აშკარად ვაჯობეთ, მაგრამ ათასში ერთხელ ხდება, რომ ასე დომინირებ და მაინც მარცხდები. მაინც და მაინც ჩვენ დაგვემართა ეს.

ხვალ ეს არ უნდა გამეორდეს, რადგან წაგების უფლება არ გვაქვს
- წელი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ!" - განაცხადა გორგოძემ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ქართველები ამპარტავნები ,ურაპატრიოტები და ზარმაცები ვართ. არახალია ეს ილიაც თავის პუბლიცისტურ წერილებში ამას წერდა .არაფერი შეცვლილა მის მერე.სამწუხაროდ. ვეტერანმა მართალი თქვა. ჩვენი თამაში როგორააა რაგბი .ინგლისელების თამაშია უბრალოდ მოგვწონს გვიყვარს და მორჩა. ჩვენი თამაშია ლელო.
giorgi
19:56 19-11-2016
0
ე.ი. არსებობს მოლდავური "ხვანჭკარა"? რუსული "ბორჯომი"? და
ა.შ. აი რას ვგულისხმობ. ეს თამაში
ჩვენი გამოგონილი არ არის და სხვისას ნუ ვისაკუთრებთ. რასაც აკეთებ ყველაფერი სიმართლით უნდა
აკეთო. ბიჭები გულიანად მუშაობენ,
ვიღაც ამპარტავანი კი სიცრუეში ქულებს იწერს.
ვეტერანი
11:14 19-11-2016
0

სიახლეები პოპულარული