"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:16 დაამარცხა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს. მასპინძლებმა ჯერ საჯარიმო ლელოთი გახსნეს ანგარიში, შემდეგ კი ბექა ბიწაძემ გაიტანა ლელო. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა, ერთხელ კი საჯარიმოთი გაიტანა. შესვენებამდე სტუმრების ანგარიშზე თითო ლელო-გარდასახვა და საჯარიმო იყო.

შეხვედრის მეორე ტაიმი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. ამას მე-60-ე წუთზე კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი საჯარიმო
მოჰყვა.

სამოელებმა დარჩენილი დრო პრაქტიკულად იერიშებში გაატარეს, თუმცა დაცვაში თავგანწირული თამაშის ხარჯზე "ბორჯღალოსნებმა" მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა. "ბორჯღალოსნები" წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

ნოემბერის ტესტები
საქართველო-სამოა 20:16
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. რეზო ჯინჭველაშვილი, 23. გიორგი აფციაური
სამოა: 15. ალბერტ ნიკორო, 14. პაულ პერესი, 13. ჯორჯ პისი, 12. რეი ლეე-ლო, 11. დევიდ ლემი, 10. პატრიკ ფააპალე, 9. კენ ფოტუალიი 1. ლოგოვიი მულიპოლა, 2. მანუ ლეიატაუა, 3. ენტონი პერენისე, 4. ჯეფ ლეპა, 5. ტეოფილო პაულო, 6. ჯეკ ლემი, 7. გრეგ ფოე, 8. ალაფოტი ფაოსილივა
16. ელია ელია, 17. ჰისა სასაგი, 18. ნეპი ლეატიგაგა, 19. ჯენესის ლეამალუ, 20. ტალაგა ალოფიპო, 21. ონეონე ფააფოუ, 22. პელე კოული, 23. დანჯელო ლეუილა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
უკანა ხაზი ძალიან ზანტია და მხოლოდ დაცვაზე ორიენტირებული აკლია მრავალფეროვნება და აზროვნების სისხარტე, შეიძლება დავალება იყო ასეთი, მაგრამ მოკლე ფრთებზე მეტობა და 1-1ზე თამაშისას ცოტა მეტი გამბედაობა კარგი იქნებოდა, მჭედლიძე საერთოდ არ მომწონს ნაკრებში, მიდის ტარანივით და ბოლო წუთებში 3 უმნიშვნელოვანესი ბოჭვა გააცუდა ლელოც მაგისი ფრთიდან გავიდა.
qar
20 ნოემბერი 2016 23:30
0
იაპონიამ ასეთ სტილში ვეჭვობ დიდხანს გაქაჩოს ჩვენი და უელსის დონის გუნდებთან :) და ვნახოთ მერე როგორ გადაჭრიან შერკინების პრობლემას. ხერხემალი სწორედ შერკინებაა
რეზო
20 ნოემბერი 2016 15:02
0
ნუ დაგავიჭყდებათ რომ ჯერ ვსწავლობთ და ვვითარდებით. გაიხსენეთ გინდაც ორი წლის წინ სად და როგორ ვთამაშობდით. ბოლოს და ბოლოს გუშინ უელსის თამაშს არ უყურეთ? ან ირლანდია ზელადიას? რაგბია ბალეტი ხომ არა. გაიზრდება დაბალანსდება გუნდი კიდევ. თან არავინ შეგვპირებია ეხლავე სუპერეგბის თამაშს. ჯერ რა დონესაც მივაღწიეთ ის გვაქვს გასამტკიცებელი, და უკანა ხაზი, თავდაჯერება და სხარტი გონება კიდევ იტყვის თავის სიტყვას. ჩვენზე ძლიერ მეტოქეებთან სისტემატურ შეხვედრები ჯერ ეხლა გვეწყება, და აცალეთ ხალხს საქმის კეთება :)
რეზო
20 ნოემბერი 2016 15:00
0
ვეთანხმები musenbezi-ს . ბიჭებს, საქართველოს ვულოცავ. კარგია ვითარდებით, მაგრამ ერთი მომართულებით, შერკინება მართლაც საუკეთესოა. მარტო ამ კომპონენტით წინ ვერ წავალთ. იაპონიასთანაც გამოჩნდა. შოტლანდიასთან მით უფრო გამოჩნდება . წინ ,,გმირებო" არ გაჩერდეთ.
გუსანი
20 ნოემბერი 2016 12:56
0
შერკინების ხალხი ღორობს ძალიან. ბიჭაძე კარგი 8 ნომერია მაგრამ ჭიდაობა უყვარს სადაც პასია გასაკეთებელი არ აკეთებს. ოფლოუდები უნდა ვისწავლოთ. უკანა ხაზში კარგები გვყავს შარიქაძე მჩედლიძე და ფრუიძე.დანარჩენები არ არიან სანაკრებო დონის. 11 ,13 ,15 და 10 ნომრები ძალიან გვიჭIრს.
giorgi
20 ნოემბერი 2016 12:06
0
ძალიან ერთფეროვანია ჩვენი თამაში, შერკინება და მორჩა, უკანახაზელების ფუნქცია ჩვენ ნაკრებში მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებაა თუ.. ვერ მივხვდი., რაგბი ვითარდება ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით, ვუგებთ საშუალოზე დაბალი დონის გუნდებს და გვიხარია!!!
musenbezi
20 ნოემბერი 2016 03:04
0
ახლა დამთავრდა საფრანგეთი-ავსტრალია.ისეთი თამაში იყო,ატლეტიკო რეალი აღარც გამხსენებია.23-25 დამთავრდა.
სოსო
20 ნოემბერი 2016 01:55
0
დღევანდელ მატჩს არ ეხება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეებში შედგა უორლდ რაგბის (ანი აი-არ-ბი-ს) საბწოს შეხვედრა, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა გია ნიჟარაძე. სასურველია, რომ სპორტულმა საიტებმა ინტერვიუ ჩამოართვან ბატონ გიას და გავიგოთ რა ხდებოდა ამ სხდომაზე.
gogig
20 ნოემბერი 2016 00:22
0
გამარჯვება დამსახურებული იყო. ძალიან კარგი თამაში დაცვაში. მეორე ტაიმში სამოა სულ გვიტევდა, მაგრამ ლელო არ დავადებინეთ. ეს აღსანიშნავია. შოტლანდიასთან გამოჩნდება ჩვენი რეალური დონე. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს.
gogig
19 ნოემბერი 2016 23:47
0
სააგიეროდ იაპონია რომელიც დავჩაგრეთ და მარტივი ორი შეცოდმის გამო წავაგეთ, დღეს უელსს დაუდგა და ბოლო წუთზე 30-30 იყო. ბოლო წამებზე აიღო უელსმა 3 ქულა. უელსი კი 6 ერში ეხლა მეორე ნაკრებია ინგლისის მერე.
zaza-ს
19 ნოემბერი 2016 21:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული