"სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ!"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ სამოასთან დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს

"გაოცებული ვარ მსაჯობით. საფრანგეთში სხვანაირად მსაჯობენ. დღეს რომ ფრანგი მსაჯი ყოფილიყო, ალბათ 1-2 მომენტში სამოელებს ყვითელ ბარათებს მისცემდა და თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა.

შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გვაქვს. შოტლანდია ყოველთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. ავსტრალიასთან როგორ ითამაშეს, ალბათ თქვენც ნახეთ. უდავოდ ფავორიტები არიან და რთული მატჩი გველის, თუმცა არაფრის დათმობას ვაპირებთ - ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ...

დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს,
ოღონდ არა მათი გულის მოსაგებად. ასეთი მატჩების დროს მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება და ეს იგრძნობა კიდეც. იაპონიასთან მარცხის მერე, ქალაქში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, არაუშავს ბიჭებოო.. სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ", - განაცხადა გორგოძემ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯიგარი ხარ თან წესიერი მებრძოლი .............
muxa
20 ნოემბერი 2016 03:11
0
აბა სადაური მსაჯი იყო?
MAMUKA
20 ნოემბერი 2016 02:46
0
მთავარია ღირსეული თამაში და ღირსეული გულშემატკივრობა, დარწმუნებული ვარ შოტლანდიასთან თამაშის მერეც თავაწეულები ვიქნებით შდეგისდა მიუხედავად. ფეხბულთელების მიმართაც რომ ასე ვიყოთ განწყობილი ქართველი გულშემატკივარი ალბათ უკეთესი შედეგი გვექნებოდა, რავი...
დათო
20 ნოემბერი 2016 02:05
0
დიდი მადლობა ბიჭებო დღევანდელი დღისთვის, ჩვენი დროის გმირები ხართ საქართველოსი :))))
დათო
20 ნოემბერი 2016 02:01
0
მიხარია რომ ეღ დროს ვცხოვრობთ და ამ დიდი სასწაულის მომსწრე ვარ, მეორე ტაიმი სუფთა "გაძლებაზე" იყო და გავუძელით. მინდა რომ შოტლანდიასთან საუცხოო და აქამდე ჩვენგან მოულოდნელი რაგბი ვითამაშოთ! გული მიგრძნობს ასეც იქნება!!!
zzz
19 ნოემბერი 2016 23:39
0
გილოცავთ გულშემატკივრებს და რაგბის თემს მთლიანად..ეს ღირსეული მამულიშვილები მინიმუმ ასეთ თუ არა უფრო მეტ გულშემატკივარს იმსახურებენ ბრავოოო
ირაკლი ბართაია
19 ნოემბერი 2016 22:34
0
მამუკ გენაცვალე, მაგარი კაცი ხარ! გაიხარეთ ძმებო! ნამდვილი ქართველები ხართ!მილტონ ჰეიგი ჩვენიანია.
გულშემატკივრობა არ მოგაკლდებათ.
წარმატებები შოტლანდიასთან!
Georgian
19 ნოემბერი 2016 21:30
0
bichebs didi madloba aseti tavdadebuli brdzolisatvis da gamarjvebistvis shotlandias aucileblad movugebt da darwmunebulivar rom momavalshi didi warmatebebi elis chvens saxelovan nakrebs.
irakli
19 ნოემბერი 2016 19:20
0
გილოცავთ ბიჭებოო...ნამდვილო გმირებო და ლომებოო...თუ შოტლანდიას მოუგებთ.ყველაზე მაგარი კაცები იქნებით ამ ქვეყნად.
zura88
19 ნოემბერი 2016 19:16
0
თქვენ ხართ ქართველების გულის მალამო. სამაგალითო წინაპრების, სამაგალითო კაცები ხართ
kaxa
19 ნოემბერი 2016 19:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული