მართალია, "ბორჯღალოსნებმა" სამოა 20:16 დაამარცხეს, მაგრამ რეიტინგში წინ ვერ წაიწიეს - მილტონ ჰეიგის ნაკრები კვლავ მე-12 საფეხურზეა რეიტინგში - 74,24 ქულით.
წინა კვირასთან შედარებით, საქართველომ რეიტინგში 0,46 ქულით მოიმატა.
ჩვენი ნაკრების მომდევნო მეტოქე შოტლანდია 80,57 ქულით მე-7 ადგილზეა. შოტლანდიელებმა ფრანგებსა და არგენტინელებს გადაუსწრეს.
იტალიის ნაკრებმა მოულოდნელად დაამარცხა სამხრეთ აფრიკის ნაკრები და ახლა მხოლოდ 0,01 ქულით ჩამორჩება საქართველოს და მე-13 ადგილზეა.
ტოპ-15