შოტლანდია VS საქართველო - ექვსი ერი რომ დავაფიქროთ

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩს შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გამართავს. ქალაქ კილმარნოკში, "რაგბი პარკზე" შეხვედრა თბილისის დროით 18:20 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. წინა მატჩში თავის ტრავმა მიიღო შუამარბმა გიორგი კოშაძემ და მის ნაცვლად სასტარტოში გიორგი აფციაური დააყენა.

თამაშის წინა დღეს გუნდებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, მთავარმა მწვრთნელებმა კი მედიასთან ისაუბრეს.

"ეს მატჩი ჩვენთვის
უმნიშვნელოვანესია, რადგან ექვსი ერის გუნდებთან - ამ შემთხვევაში შოტლანდიასთან თამაშის შესაძლებლობა დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ გვეძლევა. ესაა შანსი შევახსენოთ თავი მსოფლიო სარაგბო თანამეგობრობას, ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და ამავდროულად, შევქმნათ საფუძველი ისეთი დისკუსიებისთვის, როგორიცაა ექვსი ერის გაფართოება.

ჩვენი გამორჩეული თამაშით, შეგვიძლია ექვსი ერის არსებული მონაწილეები ტურნირში საქართველოს ჩართვაზე სერიოზულად დავაფიქროთ.

ამას თავი რომ დავანებოთ, დღეისათვის შოტლანდიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, რაც ძალიან კარგი შედეგია. მეტოქე ძლიერია და მასთან თამაში ჩვენთვის დამკვიდრების შესანიშნავი საშუალებაა.

აუცილებელია გაგრძელება მივცეთ იმას, რაც წინა წლებში და განსაკუთრებით განვლილ მსოფლიო თასზე გაკეთდა", - აქვეყნებს მილტონ ჰეიგის ნათქვამს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი.

- ჩვენ ვითხოვთ ერთით მეტ სკამს მაგიდასთან! - BBC-ის ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
- მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი 20:16 გაიმარჯვეს.

რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს, "ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ერთხელ, 2011 წლის მსოფლიო თასზე ითამაშეს და 6:15 დამარცხდნენ. "ნარშავები" ახლა 80,57 ქულით მსოფლიოს რეიტინგში მე-7 ადგილზე არიან.

ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-საქართველო
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ხემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი

სხვა მატჩები
იტალია-ტონგა
ფიჯი-იაპონია
ინგლისი-არგენტინა
რუმინეთი-ურუგვაი
ირლანდია-ავსტრალია
უელსი-სამ.აფრიკა
საფრანგეთი-ახ.ზელანდია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა 6 ერი სირცხვილის თამაშს თამაშობენ სკოტებთან
patrioti
26 ნოემბერი 2016 19:15
0
სრულად ვეთანხმები ალექსანდრეს და გიორგის . მე მჯერა ბიჭების , ყველაფერს დადებენ მინდორზე , უნდა ვაჯობოთ , როგორც მსაჯებს ისე შოტლანდიელებს, სხვა გზა არ გვაქვს. ვიხსენებ , როგორ ვეთამაშეთ ზელანდიას და უფრო იმედიანად მოველი თამაშს.
ბესო72
26 ნოემბერი 2016 17:36
0
ეს --დავაფქრიოთ- რას ნიშნავს?
ფერნანდო
26 ნოემბერი 2016 17:02
0
ყველა შემთხვევაში ძალიან მაგარი და საამაყო ნაკრები გვყავს,
გაუმარჯოს ჩვენ ბიჭებს და საქართველოს!!!!
აუცილებლად მიგვიღებენ, თუ არა და შევანგრევთ:)
Daviti
26 ნოემბერი 2016 17:00
0
movigebt mjera. tan meshinia argentinas ro vetamashebodit msoplioze, mashinac ese mjeroda. erti vici ro magari jaxi iqneba
irb
26 ნოემბერი 2016 16:44
0
რატომ იტალიას არ შეგვახვედრეს? იმიტომ რომ მოგების მეტი შანსი იყო ვიდრე შოტლანდიასთან(თან შოტლანდია გაცილებით გაძლიერდა) ალბათ მსაჯობაც მიკერძოებული იქნება, მოკლედ ყველაფერს მოიმოქმედებენ რომ რაღაც დროით გაგვაჩუმონ
ალეკსანდრე
26 ნოემბერი 2016 11:42
0
დისციპლინა და კიდევ ერთხელ დისციპლინა. ვერიდოთ უაზრო ჯარიმებს. მსაჯი დაუფიქრებლად გაგვასინბინებს პატარა შანსი თუ მივეცით.
Gogi
26 ნოემბერი 2016 11:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული