საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩი სტუმრად კილმარნოკში, შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 43:16 დამარცხდა.

"რაგბი პარკზე" ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.

ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.

მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის 10 წუთით გააძევა.

მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა
საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, თუმცა შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-20 წუთზე ლელო უკვე შონ მითლენდმა დადო. ლაიდლოუმ იმ ეპიზოდშიც ზუსტად შეასრულა რეალიზაცია და 29-ე წუთისთვის - საჯარიმო დარტყმაც.

32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა და ტაიმიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მორიგი ლელო შოტლანდიელებმა დადეს - 43-ე წუთზე თავი ჰემიშ ვოტსონმა გამოიჩინა, ლაიდლოუმ კი გარდასახა.

52-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ, მეტოქის ჩვენი შერკინების შემდეგ ლელო დადო და დუბლი მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ შეძლო.

74-ე წუთისთვის მსაჯმა უკვე შოტლანდიელები დატოვა უმცირესობაში - მოედანი მორი ლოუმ დატოვა. თუმცა, ამით "ბორჯღალოსნებმა" ვერ ისარგებლეს, პირიქით, სტუარტ ჰოგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:16.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი გაიმარჯვეს - 20:16.

ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-საქართველო 43:16
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 62 /
კარგად ვითარდება გუნდი. მაგარი ბიჭები გვყავს.
zaza
26 ნოემბერი 2016 21:33
0
ეს კომენტატორები ქართულად მოლაპარაკე შოტლანდიელები ხო არ იყვნენ?
ვა-ა-ა-ა. . . .
26 ნოემბერი 2016 21:31
0
კარგი გაკვეთილი და გამოცდილება მივიღეთ. მეორე ტაიმში როგრცკი თამაშს მოვუმატეთ შოტლანდიამც შეცდომების დაშვება დაიწყო. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეთამაშოთ ესეთი დონის ნაკრებებს და აუცილებლადმოვა შედეგი მალადეც ბიჭებო ამ თამაშმა განსაკუთრებით მეორე ტაიმმა დაგვანახა, რომ წინ დიდი წარმატებული მომავალი გველოდება. ყველაფერს თავისი დროაქვს. მადლობა შოტლანდიის ნაკრებს.
რაგბი ჩვენი თამაშია
26 ნოემბერი 2016 21:17
0
რა თქმა უნდა გვიკლია, რატომ გიკვირთ ეს ასე? 2 წელიწადში ერთხელ თამაშით პირველი ეშელონის გუნდებთან გაიზრდება ნაკრები? რა თქმა უნდა ვერა... ეს ძალიან ცოტაა "გასაზრდელად".
არ გვაქვს გამოცდილება და არც გვექნება თუ რაღაც ალტერნატიული გზა არ მოინახა.
მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის. შოტლანდია არაა ცუდი ნაკრები. მე პირადად არც ველოდი მოგებას, მითუმეტეს შოტლანდიასთან და ისიც გასვლაზე...
ცოტა დაბნეულები კი გამოიყურებოდნენ პირველ ტაიმში და თან ვფიქრობ სინბინმა გაგვტეხა...
David
26 ნოემბერი 2016 21:08
0

თავიდანვე ა გ რ ე ს ი უ ლ ი ფსიქოლოგიური შეტევითი თამაში დაიწყეს შოტლანდიელებმა და მ ა ს ზ ე მზად ა რ აღმოვჩნდით (!)
ერთადერთი რაც დავუპირისპირეთ -
ფეხით ბურთის მ ი ც ე მ ა გადაგდებით-მოშორებით და შეტევების დაწყებოს უ ფ ლ ე ბ ა!

მე-2-ე ტაიმში როგორღაც გამოსწორდა,მაგრამ...

ე ს არ უნდა განმეორდეს!
მას სწორად ასეთი თამაშებიდან გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ი თ ყალიბდება!
ალხაზიშვილი ჯერ არ არის მზად...2 წელიწადში -დიახ!
მე-2 ტაიმში ა შ კ ა რ ა დ გამოჩნდა, რომ ვ ი მ ს ა ხ უ რ ე ბ თ 6 ერს!


glaxuna
26 ნოემბერი 2016 20:59
0
არგენტინა,როდესაც ჩაირიცა ავსტრალია ,სამხრეთ აფრიცა და ახალი ზელანდიის Gათამაშებაში 2 წელი თამაში ვერ მოიგო. ჩვენ ერტ დღეში უნდა მოვიგოთ ტამაშები? ტან ისეტ გუნდთან რომელმაც არგენტინაც კი დაამარცხა
girogi
26 ნოემბერი 2016 20:59
0
აუცილებელია უკვე ქართული კლუბები ევროასპარეზზე ჩაერთონ!
svani
26 ნოემბერი 2016 20:59
0
არაუშავს იტალიამ ვაბშე წააგო ტონგასთან ვერც იაპონიამ მოუგო ფიჯის რომელსაც გასვლაზე მოვუგეთ მაგრამ 6 ერი ადრეა ჯერ ნუ იტალიაზე არაფერს ვიძახი))
svani
26 ნოემბერი 2016 20:58
0
1 ტაიმის შემდეგ წამოვიდა პესიმისტების ტალღა თითქოს ისევ რუსეთთან და რუმინეთთან უნდა ვითამაშOთ. ასეთ ხალხს არ ესმის განვითარების გზა როგორია და საერთOდ ნუ უგულშემატკივრებთ რაგბის.
giorgi
26 ნოემბერი 2016 20:56
0
ნამდვილად სარკეში ჩაგვახედეს ...ჯერ შორს ვართ 6 ერისგან, ბევრი და დაუღალავი შრომაა საჭირო და ყველაფერი გამოვა
zviadi
26 ნოემბერი 2016 20:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული