საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ნოემბერს საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩი სტუმრად კილმარნოკში, შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 43:16 დამარცხდა.

"რაგბი პარკზე" ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.

ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.

მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის 10 წუთით გააძევა.

მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა
საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, თუმცა შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-20 წუთზე ლელო უკვე შონ მითლენდმა დადო. ლაიდლოუმ იმ ეპიზოდშიც ზუსტად შეასრულა რეალიზაცია და 29-ე წუთისთვის - საჯარიმო დარტყმაც.

32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა და ტაიმიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მორიგი ლელო შოტლანდიელებმა დადეს - 43-ე წუთზე თავი ჰემიშ ვოტსონმა გამოიჩინა, ლაიდლოუმ კი გარდასახა.

52-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ, მეტოქის ჩვენი შერკინების შემდეგ ლელო დადო და დუბლი მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ შეძლო.

74-ე წუთისთვის მსაჯმა უკვე შოტლანდიელები დატოვა უმცირესობაში - მოედანი მორი ლოუმ დატოვა. თუმცა, ამით "ბორჯღალოსნებმა" ვერ ისარგებლეს, პირიქით, სტუარტ ჰოგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:16.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი გაიმარჯვეს - 20:16.

ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-საქართველო 43:16
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 62 /
Ragbishi yvelaferi sheidzleba moxdes. Msoflios 2015 chempionatis meotxedfinali, argentina vs irlandia 43:20. Anda zelandia vs safrangeti 62:13. Exla ra gamodis, irlandiam da mit umetes safrangetma tamashs tavi unda daanebon?! Am 4-5 wlis ukan ruminettan mogeba iyo chveni sajildao qva da dges mets velodebit, logikuradac,magram sportshi warmateba ese advilad ar modis. Da modi davamtavrot ragbis da fexburtis shedareba. Ar mogbezrdat? Sircxvilia. Viswavlot ertmanetis pativiscema. Saqartvelos da yvelaferi qartulis siyvaruli marto lamazi sadgegrdzelo xom ar aris?!
giorgi
28 ნოემბერი 2016 01:10
0
მადლობა ბიჭებს!!
დამატცხებას ღირსეულად უნდა შევხვდეთ და ვისწავლოთ შეცდომებზე...
არაერთხელ თქმულა, რომ წრეზე დავდოვართ. -კარგად თუ არ ვითამაშეთ, 6 ერს არ გაგვაკარებენ და ამასთანავე, ვერ ვითამაშებთ კარგად თუ 6 ერში არ შეგვიშვებენ.
ნატოში არ გვიღებენ, ევროკავშირი ნამეტანი შორიაო, 6 ერზე ნუ ფიქრობთ ბიჭებოო...
აე, ჰოე და ავოიეეეეეე
კარგია, თამასამ რომ აიწია და შოტლანდიასთანაც გამწარებულები ვართ წაგებით...
ტესტ მატჩები ბევრი და მსოფლიოზე საოცარი გამოსვლა..
მომავალი თაობის იმედი მაქვს!!!
მადლობა დიდი ბორჯღალოსნებს. საამაყო ხალხი ხართ!!!!!
გია
27 ნოემბერი 2016 12:27
0
ფაქტია შერკინება გვყავს მსოფლიო დონის უკანა ხაზი სუსტი.ასეთ შემთხვევაში 6 ერის ყველა გუნდი გადაგვივლის.მე პირადად ნერვები არ მყოფნის მაგრად დაჩაგრულ საქართველოს ყურების.
ჩემი აზრი
27 ნოემბერი 2016 11:23
0
მეორე ტაიმმა გვაჩვენა რომ შეგვიძლია ამ დონის გუნდებს ღირსეულად ვეთამაშოთ, შერკინების ხაზი ერთერთი უძლიერესი გვყავს მსოფლიოში, სხვა კომპონენტშიც გავაუმჯობესებთ თამაშს თუ მეტი შანსი გვექნება აქეთ დონეზე თამაშის, ბიჭებს კი დიდი მადლობა თავდადებისათვის...
დათო
27 ნოემბერი 2016 11:06
0
ყველამ მოუმატა რაგბის თამაშს ასე რომ ჩვენ ორმაგად უნდა მოვუმატოთ! მეორე ტაიმი ჩვენივე შეცდომებით გავაფუჭეთ თორემ სხვა ანგარიშით უნდა დამთავრებუიყო ეს თამაში! შოტლანდია რა დონეზეც ეხლა თამაშობს მგონი ბოლო წლებია ესე არც კი უთამაშია! სხვაობა მათთან ძალიან დიდია მაგრამ არა იტალიასთან! წავაგებთ მაგრამ ერთ დღესაც მოვუგებთ! რას აღწევს იტალია 6 ერში ისეთს რასაც ჩვენ ვერ მივაღწევთ?! აი ესეთი თამაშები გვინდა და დრო მოიტანს მაგათ დამარცხებასაც!მაგარი თაობა მოდის ბოლომდე უნდათ ხელშეწყობა! ნუ გავიტეხავთ გულს ბევრი წარმატებები წინ გვაქვს!
პაატა
27 ნოემბერი 2016 01:25
0
შენ აქ არაფერი გესაქმება,დაჯექი ვარცლი ცრემლით გაავსე..ან ბრინჯი და წიწიბურა გაარჩიე.
buxrika-s
27 ნოემბერი 2016 01:18
0
ცუდად დავიწყეთ და ბევრად უკეთ დავასრულეთ, ასეთი დონის მეტოქესთან მგონი პირველად მოხდა ეს. აწი უფრო დიდი მუღამით ველი ტესტებს პირველ გუნდებთან. მთლიანობაში კარგი წელიწადი იყო. შევუქმნათ უკეთესი პირობები და ხარისხიც უფრო სწრაფად დაიხვეწება.
რეზო
27 ნოემბერი 2016 01:00
0
სანამ ვიგებდით სარკეში არ ვიყურებოდით??? ცუდია! ცუდია ერთი წაგების მერე (უმაღლესი დონის ნაკრებთან) ვაი-ვიში, აჰა და დამთავრდა რაგბი საქართველოში!!! პირიქით ეხლა იწყება გამოცდილების დაგროვება მომავალი მოგებებისთვის. არგენტინაც ცუდ დღეში იყო მაგრამ ამოქაჩა, ერთი თამაშით ვუყრით წყალში ამდენ ღვაწლს??? მაქამდე მისვლა იყო გმირობა! ამის მერე გმირობაზე მეტი იქნება.
კომენტატორებს მოეშვით, ბევრ აქაურ კომენ
ტატორზე მეტი ესმით, ვინც საქებარი იყო იმას აქებდნენ.
სარკე
27 ნოემბერი 2016 00:34
0
აქ იყო პლუსებიც და მინუსები, მინუები მეტია, ჯერ 6 ერამდე მაინც შორია, გვიჭირს სისწრაფ და ძალა, მუხლებში ღონე არ გვაქვს, ვერ დავრბივართ, ისე არაფრით ჩამოუვარდებით ცალკეული მოთამაშები მათ, აი ჯანი გვაკლია, კუსავით ვმძრაობთ გადამწყვეტ მომენტში,სქოთები ისე დარბოდნენ აზრიანად, მართალია ქუსლებს ზურგზე ირტყამდნენ, მაგრამ ჭკვიანურად, ეტი ენერგია გინდა, სპორტული კვება რეაბილიტაცია რაც საერთოდ არაა საქართველოში, ყველა ბრიტანული გუნდი ერთნირი ტქტიკით გვი გებს, ჯანი პლუს სისწრაფე, გაბარიტები მხედველობაში არ მიიღება, მიუღწევლი არაფერია, ფეხბურთელების სენი რეგბისტებსაც გდმოედო
გიორგი
27 ნოემბერი 2016 00:31
0
მაინც იმ აზრზე ვარ რომ უპრობლემოდ გავქაჩავთ 6 ერს. დღეს წავაგეთ გუნდთან რომელიც დღეის მდგომარეობით ალბათ საუკეთესოა ევროპაში ინგლისის მერე და დარწმუნებული ვარ ჩვენს ადგილას იტალია რომ ყოფილიყო უფრო მწარედ დამარცხდებოდა
iceman
27 ნოემბერი 2016 00:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული