"რაგბი პარკზე" ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.
ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.
მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის 10 წუთით გააძევა.
მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა
32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა და ტაიმიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მორიგი ლელო შოტლანდიელებმა დადეს - 43-ე წუთზე თავი ჰემიშ ვოტსონმა გამოიჩინა, ლაიდლოუმ კი გარდასახა.
52-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ, მეტოქის ჩვენი შერკინების შემდეგ ლელო დადო და დუბლი მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ შეძლო.
74-ე წუთისთვის მსაჯმა უკვე შოტლანდიელები დატოვა უმცირესობაში - მოედანი მორი ლოუმ დატოვა. თუმცა, ამით "ბორჯღალოსნებმა" ვერ ისარგებლეს, პირიქით, სტუარტ ჰოგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:16.
შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი გაიმარჯვეს - 20:16.
ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-საქართველო 43:16
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
არ გვაქვს გამოცდილება და არც გვექნება თუ რაღაც ალტერნატიული გზა არ მოინახა.
მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის. შოტლანდია არაა ცუდი ნაკრები. მე პირადად არც ველოდი მოგებას, მითუმეტეს შოტლანდიასთან და ისიც გასვლაზე...
ცოტა დაბნეულები კი გამოიყურებოდნენ პირველ ტაიმში და თან ვფიქრობ სინბინმა გაგვტეხა...
თავიდანვე ა გ რ ე ს ი უ ლ ი ფსიქოლოგიური შეტევითი თამაში დაიწყეს შოტლანდიელებმა და მ ა ს ზ ე მზად ა რ აღმოვჩნდით (!)
ერთადერთი რაც დავუპირისპირეთ -
ფეხით ბურთის მ ი ც ე მ ა გადაგდებით-მოშორებით და შეტევების დაწყებოს უ ფ ლ ე ბ ა!
მე-2-ე ტაიმში როგორღაც გამოსწორდა,მაგრამ...
ე ს არ უნდა განმეორდეს!
მას სწორად ასეთი თამაშებიდან გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ი თ ყალიბდება!
ალხაზიშვილი ჯერ არ არის მზად...2 წელიწადში -დიახ!
მე-2 ტაიმში ა შ კ ა რ ა დ გამოჩნდა, რომ ვ ი მ ს ა ხ უ რ ე ბ თ 6 ერს!