"რაგბი პარკზე" ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა. მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.
ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.
მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის 10 წუთით გააძევა.
მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა
32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა და ტაიმიც ანგარიშით 31:11 დასრულდა.
შესვენების შემდეგ მორიგი ლელო შოტლანდიელებმა დადეს - 43-ე წუთზე თავი ჰემიშ ვოტსონმა გამოიჩინა, ლაიდლოუმ კი გარდასახა.
52-ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძემ, მეტოქის ჩვენი შერკინების შემდეგ ლელო დადო და დუბლი მიითვალა. მერაბ კვირიკაშვილმა რეალიზაცია ვერ შეძლო.
74-ე წუთისთვის მსაჯმა უკვე შოტლანდიელები დატოვა უმცირესობაში - მოედანი მორი ლოუმ დატოვა. თუმცა, ამით "ბორჯღალოსნებმა" ვერ ისარგებლეს, პირიქით, სტუარტ ჰოგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 43:16.
შეგახსენებთ, რომ მანამდე "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიასა და სამოას თბილისში უმასპინძლეს. იაპონიასთან ანგარიშით 22:28 წააგეს, სამოასთან კი გაიმარჯვეს - 20:16.
ნოემბრის ტესტები
შოტლანდია-საქართველო 43:16
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ჰემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
შერკინებაში წავლეკეთ.
და ამ სტადიონების ქვეყანაში ხელოვნურზე რატომ გვათამაშეს, თუარა იმიტომ რომ შერკინების გათიშვა უნდოდათ, არვიცი მე
ჩვენ რაც შეგვეხება, ვფიქრობ, ტაქტიკამ წააგო ეს თამაში ამხელა სხვაობით. მარტო 50–ე წუთიდან იგრძნო რატომღაც მელიტონმა რომ უნდა დაგვეჭირა ბურთი და ფეხით უაზროდ არ უნდა გადაგვეკიდა. თავიდანვე რო ეგრე გვეთამაშა ამხელა სხვაობით არ წავაგებდით და ჩვენ თუ დავიღლებოდით ისინიც დაიღლებოდნენ.
ქეცბაიას ტაქტიკა ვითამაშეთ 50 წუთი :დ ალბათ ეგ იყო შეცდომა რა თორე ბიჭებს არაფერი დაუკლიათ და შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს როგორც ყოველთვის.
მოკლედ, ვურჩევ ჩვენს რაგბის თავკაცებს, შეეშვან "ექვს ერზე" ოცნებას და მსოფლიო სარაგბო კავშირს თხოვონ, რაც შეიძლება მეტი ტესტ-მატჩი ჩაგვატარებიონ რეიტინგის პირველი ათეულის გუნდებთან. ეს შანსს მოგვცემს, მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ელიტაში შესვლაზე. თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა, სავარაუდოდ, 10-12 წლის შემდეგ იქნებ მართლაც დავდოთ შედეგი და ამ სანუკვარ "6 ერსაც" მივუახლოვდეთ. აი, მერე კი ერთი დიდი წინაღობა იქნება გადასალახი-კომერციული ინტერესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ დღეისათვის არც ერთ სფეროში, მათ შორის, არც სპორტში არ არსებობს. კომერციული ინტერესი კი "6 ერში" უმთავრესია.
19 წლამდელმებმა მოუგეს თანატოლ შოტლანდიელებს!!!!!!!!!!!!!!!!!