მამუკა გორგოძე: ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ მამუკა გორგოძემ შოტლანდიასთან (16:43) ტესტმატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

"საქართველოს ნაკრების ცალკეულ მოთამაშეებს ასეთი დონის მეტოქესთან თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ როგორც გუნდს ეს გამოცდილება გვაკლია.

მსგავსი შანსი ხშირად უნდა გვქონდეს. დღეს ჩვენ აშკარად გვაჯობეს. ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა ამ წაგებიდანაც უნდა ვისწავლოთ და ამ კუთხით ეს თამაში ნამდვილად ფასეული იყო", - განაცხადა გორგოძემ.

- მილტონ ჰეიგი: ვაღიარებ - პირველი 40 წუთი წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით
- შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში
სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
დარწმუნებული ვარ ერთი -ორი ასეთ გუნდებთან თამაშის მერე შოტლანდიას ამავე ანგარიშით მოვუგებთ.აშკარად სისწრაფეში მოსამატებელია.მსაჯების როლიც დიდია ასეთ გუნდებთან თამაშში. ახლა მთავარია ყურები არ ჩამოვყაროთ.პოტენციალიც გვაქვს.
გიორგი
27 ნოემბერი 2016 21:41
0
დარწმუნებული ვარ ერთი -ორი ასეთ გუნდებთან თამაშის მერე შოტლანდიას ამავე ანგარიშით მოვუგებთ.აშკარად სისწრაფეში მოსამატებელია.მსაჯების როლიც დიდია ასეთ გუნდებთან თამაშში. ახლა მთავარია ყურები არ ჩამოვყაროთ.პოტენციალიც გვაქვს.
გიორგი
27 ნოემბერი 2016 21:38
0
სისცრაფის ხარჯზე მოგვიგეს იაპონლებმა,და შოტლანდიამაც ბევრი გვავნო,მაგრამ არა უშავს ,წინ ბიჩებო
ტარიელი
27 ნოემბერი 2016 21:16
0
ჩვენ თუ ხშირათ ვითამაშებთ ასეთი დონის გუნდებთან ჩვენ გვაქვს ყველანაირი პოტენციალი რათა უფრო კიდევ განვითარდეთ
dato
27 ნოემბერი 2016 21:15
0
ასეთ გუნდებს რომ ეთამაშო აუცილებლად გვჭირდება 2-3 ნატურალიზებული/ა.ზელანდიელი,ს.აფრიკელი/ უკანახაზელი,როგორც იტალიელები აკეთებენ.თუ კალათბურდში მოსულა რაგბმა რა დააშავა.სხვანაირათ ყოველთვის სამარცხვინოთ დავმარცხდებით.ძალიან დიდია სისწრაფეში სხვაობა და არც ახალგაზრდებში ჩანს რაიმე პერსპრქტივა.
ჩემი აზრით
27 ნოემბერი 2016 20:41
0
წინაც და უკანაც რამოდენიმე სწრაფი მოთამშე არ გვაწყენდა ისე კი ყოჩაღ ბუჭებს როგორც ახასიათებთ თავი არ დაზოგეს..
ok
27 ნოემბერი 2016 19:36
0
რაც მთავარია მონდომება და შემართება არ აკლია ჩვენს მორაგბეებს. ყველა კარგია.
ცოტა "პოზდნი ზაჟიგანიე" გვახასიათებს მგონი. მაგალითად, მამუკა გორგოძემ ჩვეულ სტილში დაეუფლა ბურთს წაიწია წინ და შეტრიალდა... აქ უკვე თანაგუნდელების სწრაფი მიწოლა იყო საჭირო რათა რამოდენიმე მეტრით კიდევ წინ წაწეულიყო, ამ დროს მხოლოდ 2-3 მორაგბე მიაწვა მხოლოდ, რაც საკმარისი არ იყო, რადგან შოტლანდიელების მხრიდან 5 კაცი აჩერებდა მამუკას. ჩვენც ხუთნი რომ ვყოფილიყავათ ხო ვაჯობებდით. შედეგად ბურთი დავკარგეთ.
მაპატიეთ, მაგრამ რასაც ვხედავ იმას ვიძახი, გულშემატკივარი.
27 ნოემბერი 2016 19:09
0
ეგ არაფერი ამ რამდენიმე წლის წინ სამოელიბიც გვიგებდენ (სამოებლებს არ ვაკნინებ)
მერაბი
27 ნოემბერი 2016 18:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული