ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ - მილტონ ჰეიგის მონოლოგი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი სეზონი ნოემბრის ტესტებით დაასრულა. რაგბის კავშირის ვებგვერდზე rugby.ge გამოქვეყნდა "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი თავკაცის, მილტონ ჰეიგის მონოლოგი. გთავაზობთ ამონარიდებს ამ პუბლიკაციიდან. "ლელოს" ვრცელ ინტერვიუს ჰეიგთან, სავარაუდოდ, პარასკევის ნომერში შემოგთავაზებთ.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

"2016 წელი, რომლის განმავლობაშიც რვა თამაში მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და ორში დავმარცხდით, ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. თუნდაც იმიტომ, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში,
ივნისში სამხრეთში გავემგზავრეთ და ოკეანეთის ტურნედან ძალიან კარგი შედეგით დავბრუნდით.

სამწუხაროდ, ნოემბერში ვერ ვაჩვენეთ ის, რასაც რეალურად წარმოვადგენთ. პირველ მატჩში იაპონიის დამარცხება რომ მოგვეხერხებინა, რასაც თამაშის სტატისტიკური მონაცემებით ნამდვილად ვიმსახურებდით, მერე შოტლანდიასაც სხვა შემართებით შევერკინებოდით და ნოემბრის ტესტებს დადებითი ბალანსით დავასრულებდით.

მოკლედ, ნოემბრით იმედგაცრუებულები ვართ - ვერ მივიღეთ ის, რასაც ველოდით და ამან ჩვენს წინა მიღწევებს ოდნავ ჩრდილი მიაყენა...

ზრდის დიაგრამა რომ ავიღოთ, მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი აღმასვლა გვქონდა. სამწუხაროდ, ნოემბერში ეს ზრდა შეჩერდა და დიაგრამამ ოდნავ ქვევით დაიწია, ოღონდ ოდნავ და არა იმ დონით, რა დონითაც გაიზარდა. წელი ისე ვერ დავაგვირგვინეთ, როგორც გვსურდა, თუმცა მთლიანობაში ის წარმატებული იყო...

სიმართლე რომ ვთქვათ, გამოსაცდელი ბევრი არავინ იყო. ეროვნული გუნდის კვართით თამაში დიდი პატივია და ამას დამსახურება უნდა. მოთამაშე უნდა იყოს გამორჩეულად კარგი, აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას და ნაკრებში თამაშს იმსახურებდეს. სხვაგვარად მისი მიწვევის აზრს ვერ ვხედავ...

მომავალ ერთა თასზე სიტუაცია შეიცვლება და გაფართოებულ შემადგენლობაში ახალი სახეები იქნებიან, თუმცა ახლა ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. შეიძლება იყოს 5 ან 10 ახალგაზრდა მორაგბე, რომლებსაც მიეცემათ შანსი...

მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ნოემბრის ტესტებზე სულ სხვა გეგმები გვქონდა. ჩვენ გვესმის გულშემატკივრების, რადგან მოლოდინი ვერც საკუთარი თავის წინაშე გავამართლეთ. გვქონდა იმედი, რომ კარგი თამაშით პირველ ორ შეხვედრას მოვიგებდით და თუ დასკვნით დღეს შოტლანდიას "ცუდი" დღე ექნებოდა, მეტოქეს ბოლო წუთამდე დაძაბულობაში ვამყოფებდით. მაგრამ ეს არ გამოგვივიდა და ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს.

მინდა აღვნიშნო, რომ საორგანიზაციო კუთხით ნაკრებს საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. ასეთი კარგი პირობები არასდროს ყოფილა და სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს ასეთი ნაყოფიერი სამუშაო აქამდე არასდროს ჩაგვიტარებია, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა.

იაპონიასთან მარცხის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. წაგება მძიმე გადასატანი იყო, რადგან მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, გარდა საბოლოო ანგარიშისა. იაპონიამ იმითაც მოგვიგო, რომ ერთი კვირით ადრე არგენტინასთან ითამაშა და ჩვენზე უკეთ იყო ორგანიზებული. თანაბარი დონის გუნდების შეხვედრისას ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს..

ნოემბრის სამ მატჩში ჯამში 11 ლელო მივიღეთ და აქედან 10 ორ წაგებულ შეხვედრაში. ეს იყო ინდივიდუალური შეცდომების შედეგი და ამავდროულად, ახალმა სისტემამაც ვერ იმუშავა. იაპონია იმ სტილის გუნდია, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბევრი ლელო გააქვს. მან 20 ქულა გააკეთა არგენტინასთან და 30 უელსთან.

რაც შეეხება დღევანდელ შოტლანდიას, ის შეტევაში ძალიან კარგია. სტიუარტ ჰოგი საუკეთესო თუ არაა, თავის პოზიციაზე მოწინავე ხუთეულში ნამდვილადაა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნოემბერში ბევრად უკეთეს გუნდებს ვეთამაშეთ, ვიდრე ივნისში და ლელოთა სიმრავლე ამანაც განაპირობა.

ეს ადრეც აღმინიშნავს საჯაროდ, რომ როდესაც სახლში ვთამაშობთ... უბრალოდ ვიტყვი - მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი გვყავს!

მინდა გაგანდოთ იაპონიისა და სამოას სამწვრთნელო შტაბის ნააზრევი, რომელიც მათგან მატჩის შემდეგ მოვისმინე - არც მოგებული და არც წაგებული თამაშის შემდეგ არასდროს გვინახავს, მაყურებელი სტადიონზე რჩებოდეს და საპატიო წრისას გუნდს ასე გულანთებულად უხდიდეს მადლობას. ჩვენთან ასე არ ხდება, განსაკუთრებით, წაგებული მატჩის შემდეგ - მოიხედავ და სტადიონი ცარიელიაო.

საქართველოში კი, მარცხის შემდეგაც სათითაოდ ყველა ჩვენგანი გრძნობს თითოეული ქომაგის თანადგომას - ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ!"

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 20 /
რეგბისტები ისეთ დონეზე არიან მადლობის მეტი რა გვეთქმის უბრალ უკანა ხაზელებს ცოტა მეტი ფიზიკური ვარჯიში უნდათ და მალე მაგასაც მიცაღწევთ.მელტონ ჰეიგი კი არის კაცი ლეგენდა მადლობა ამ კაცს ქართველი ხალხისგან
misha
07 დეკემბერი 2016 19:11
0
ბოღმიანებმა წადით და ფეხბურთის თამაში რო იქნება იქ აფრქვიეთ თქვენი ბოღმა.
giga
07 დეკემბერი 2016 17:32
0
EURO 72 - ის სომბოლური ნაკრები (Official, UEFA)
1. ევგენი რუდაკოვი – "დინამო" კიევი
2.რევაზ ძოძუაშვილი – "დინამო" თბილისი
3.ფრანც ბეკენბაუერი – "ბაიერნი" მიუნხენი
4.პაულ ბრაიტნერი – "ბაიერნი" მიუნხენი
5.მურთაზ ხურცილავა – "დინამო" თბილისი
6.ული ჰიონესი – "ბაიერნი" მიუნხენი
7.გიუნტერ ნეტცერი – "ბორუსია" მიონხენგლადბახი
8.ჰერბერტ ვიმერი – "ბორუსია" მიონხენგლადბახი
9.რაულ ლამბერტი – "ბრიუგე" ბრიუგე
10.იუპ ჰაინკესი – "ბორუსია" მიონხენგლადბახი
11.გერდ მიულერი – "ბაიერნი" მიუნხენი
FEXBURTSI VARSKVLAVEBI AR GVKOLIAO:):):):)
07 დეკემბერი 2016 16:43
0
მაგ ნაკრებმა მერე ალბანეთს ვერ მოუგო და ზოგადად ჩვენი ფეხბურთის ნაკრები მე-4 ეშელონშია, რაგბის ტოპ გუნდები გვჯობნიან მაგრამ არა ისე როგორც ადრე და ნელ ნელა დავეწევით. დამისახელე ერთი ქართველი ფეხბურთელი რომელიც თავის პოზიციაზე საუკეთესო ფებურთელებში შედის...... ქართველ რაგბისტები კი ბევრი გვყავს, რომლების მოფლიოს საუკეთსოებში არიან!!! ასე რომ ფეხბურთის და რაგბის ნაკრებებს ნუ შევადარებთ ერთმანეთს!!
ზვიადის
07 დეკემბერი 2016 14:09
0
ყველა ქართველმა მიბაძეთ ამ კაცს და აიღეთ ამ ადამიანიდან საუკეთოსო თვისებები!!! ასეთი შრომით აუცილებლად მოვა ის დრო რო თბილისში მოვუგებთ 6 ერის ბობოლებს! პ.ს. ისე იტალიას მგონია რო დღესაც მოვუგებთ :დ
მილტონ მაგარი კაცი ხარ!!!
07 დეკემბერი 2016 13:56
0
საერთოდ რაგბიში გადამწყვეტი უპირატესობა შერკინებაში და დერეფანში (აუტში) კარგი თამაშით მიიღწევა
ნოდოს
07 დეკემბერი 2016 13:06
0
ძალა ერთობაშია :)
რეზო
07 დეკემბერი 2016 13:02
0
აუ ამათ რო უელსთან (ფეხბურთში ხომ ევროპის ნახევარფინალი ითამაშა)გასვლაზე ტოლ-სწორად ეთამაშათ რას ააქაფებდნენ ყურებს?..რაგბი ჩვენი თამაშია მეორე ეშელონებთან და ნუ გაცხარდებით,პირველს რომ ვხვდებით,სირცხვილით სად დავიმალოთ არ ვიცით.იმიტომ რომ ძალიან უკან ვართ და თავს ვიტყუებთ
ზვიადი
07 დეკემბერი 2016 13:01
0
ზოგადად 10-15 ნომრებია ჩვენი პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ფრთებზე; 11 და 14 ნომრების მონაგარი და წილი გუნდურში ნახეთ რეიტინგის პირველ 9 გუნდში და შეადარეთ ჩვენსას
1,2, ან 3 კლუბი როგორმე უნდა დავაფინანსოთ და გავიყვანოთ ევრო თუ სხვა საკლუბო ტურნირებზე; ჩემი ღრმა რწმენით მხოლოდ ამ გზით გაიზრდება და გაძლიერდება უკანა (და წინაც) ხაზელები
უფრო მოკლე, მაგრამ ნაკლებადმიმზიდველი გზაა ნატურალიზება; სხვა შემთხვევაში, ძლიერი მორკინალები უკლასო უკანა ხაზით დღევანდელზე უკეთეს შედეგს ვერ გააკეთებს
მარბიელი
07 დეკემბერი 2016 12:52
0
იმ თამაშის რა ვთქვი სადაც კარგი აუტია
nodo
07 დეკემბერი 2016 12:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული