- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]
"2016 წელი, რომლის განმავლობაშიც რვა თამაში მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და ორში დავმარცხდით, ჩვენთვის განსაკუთრებული იყო. თუნდაც იმიტომ, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში,
სამწუხაროდ, ნოემბერში ვერ ვაჩვენეთ ის, რასაც რეალურად წარმოვადგენთ. პირველ მატჩში იაპონიის დამარცხება რომ მოგვეხერხებინა, რასაც თამაშის სტატისტიკური მონაცემებით ნამდვილად ვიმსახურებდით, მერე შოტლანდიასაც სხვა შემართებით შევერკინებოდით და ნოემბრის ტესტებს დადებითი ბალანსით დავასრულებდით.
მოკლედ, ნოემბრით იმედგაცრუებულები ვართ - ვერ მივიღეთ ის, რასაც ველოდით და ამან ჩვენს წინა მიღწევებს ოდნავ ჩრდილი მიაყენა...
ზრდის დიაგრამა რომ ავიღოთ, მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი აღმასვლა გვქონდა. სამწუხაროდ, ნოემბერში ეს ზრდა შეჩერდა და დიაგრამამ ოდნავ ქვევით დაიწია, ოღონდ ოდნავ და არა იმ დონით, რა დონითაც გაიზარდა. წელი ისე ვერ დავაგვირგვინეთ, როგორც გვსურდა, თუმცა მთლიანობაში ის წარმატებული იყო...
სიმართლე რომ ვთქვათ, გამოსაცდელი ბევრი არავინ იყო. ეროვნული გუნდის კვართით თამაში დიდი პატივია და ამას დამსახურება უნდა. მოთამაშე უნდა იყოს გამორჩეულად კარგი, აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას და ნაკრებში თამაშს იმსახურებდეს. სხვაგვარად მისი მიწვევის აზრს ვერ ვხედავ...
მომავალ ერთა თასზე სიტუაცია შეიცვლება და გაფართოებულ შემადგენლობაში ახალი სახეები იქნებიან, თუმცა ახლა ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. შეიძლება იყოს 5 ან 10 ახალგაზრდა მორაგბე, რომლებსაც მიეცემათ შანსი...
მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ნოემბრის ტესტებზე სულ სხვა გეგმები გვქონდა. ჩვენ გვესმის გულშემატკივრების, რადგან მოლოდინი ვერც საკუთარი თავის წინაშე გავამართლეთ. გვქონდა იმედი, რომ კარგი თამაშით პირველ ორ შეხვედრას მოვიგებდით და თუ დასკვნით დღეს შოტლანდიას "ცუდი" დღე ექნებოდა, მეტოქეს ბოლო წუთამდე დაძაბულობაში ვამყოფებდით. მაგრამ ეს არ გამოგვივიდა და ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს.
მინდა აღვნიშნო, რომ საორგანიზაციო კუთხით ნაკრებს საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. ასეთი კარგი პირობები არასდროს ყოფილა და სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს ასეთი ნაყოფიერი სამუშაო აქამდე არასდროს ჩაგვიტარებია, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა.
იაპონიასთან მარცხის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. წაგება მძიმე გადასატანი იყო, რადგან მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, გარდა საბოლოო ანგარიშისა. იაპონიამ იმითაც მოგვიგო, რომ ერთი კვირით ადრე არგენტინასთან ითამაშა და ჩვენზე უკეთ იყო ორგანიზებული. თანაბარი დონის გუნდების შეხვედრისას ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს..
ნოემბრის სამ მატჩში ჯამში 11 ლელო მივიღეთ და აქედან 10 ორ წაგებულ შეხვედრაში. ეს იყო ინდივიდუალური შეცდომების შედეგი და ამავდროულად, ახალმა სისტემამაც ვერ იმუშავა. იაპონია იმ სტილის გუნდია, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბევრი ლელო გააქვს. მან 20 ქულა გააკეთა არგენტინასთან და 30 უელსთან.
რაც შეეხება დღევანდელ შოტლანდიას, ის შეტევაში ძალიან კარგია. სტიუარტ ჰოგი საუკეთესო თუ არაა, თავის პოზიციაზე მოწინავე ხუთეულში ნამდვილადაა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნოემბერში ბევრად უკეთეს გუნდებს ვეთამაშეთ, ვიდრე ივნისში და ლელოთა სიმრავლე ამანაც განაპირობა.
ეს ადრეც აღმინიშნავს საჯაროდ, რომ როდესაც სახლში ვთამაშობთ... უბრალოდ ვიტყვი - მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი გვყავს!
მინდა გაგანდოთ იაპონიისა და სამოას სამწვრთნელო შტაბის ნააზრევი, რომელიც მათგან მატჩის შემდეგ მოვისმინე - არც მოგებული და არც წაგებული თამაშის შემდეგ არასდროს გვინახავს, მაყურებელი სტადიონზე რჩებოდეს და საპატიო წრისას გუნდს ასე გულანთებულად უხდიდეს მადლობას. ჩვენთან ასე არ ხდება, განსაკუთრებით, წაგებული მატჩის შემდეგ - მოიხედავ და სტადიონი ცარიელიაო.
საქართველოში კი, მარცხის შემდეგაც სათითაოდ ყველა ჩვენგანი გრძნობს თითოეული ქომაგის თანადგომას - ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ!"
რაგბის კავშირის პრესსამსახური
უბრალოდ ეს ბოღმიანობა ვერ გამიგია ჯინიზა დააკნინო ხალხის შრომა.