შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გაზეთ "ლელოსთან" ვრცელ ინტერვიუში ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, ნაკრებს ჩავარდნები მომავალშიც ექნება და ეს ტრაგედია არაა.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

ამასთან, გოჩა სვანიძის განცხადებით, შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს...

Sportall.Ge- სამწუხაროდ, ნოემბრის ტესტებით ქართველი ქომაგი ბოლომდე ვერ გავახარეთ. თბილისში ორივე თამაში უნდა მოგვეგო, ამის პოტენციალი ნამდვილად
გაგვაჩნდა.

ამას სასაყვედუროდ არ ვამბობ. უბრალოდ, ჩვენი გუნდი ამ დონეზე ჯერ კიდევ ახალბედაა.

ფიჯისგან, ტონგასგან, სამოასა და იაპონიისგან განსხვავებით, აღარაფერს ვამბობ შოტლანდიაზე, ასეთი დონის მატჩების მწირი გამოცდილება გვაქვს. სავარაუდოდ, ასეთი ჩავარდნები მომავალშიც გვექნება, იქამდე, სანამ არ შევიძენთ სათანადო გამოცდილებას და არ გავაძლიერებთ სათამაშო დისციპლინას. ამას დრო სჭირდება.

თუმცა, ეს არ არის ტრაგედია. ჩვენი რაგბი სწორად ვითარდება, სწორ გზაზე ვდგავართ. თითოეული მოგებული თუ წაგებული მატჩი ჩვენი მორაგბეებისთვის არის გაკვეთილი. ასეთი მცირე წარუმატებლობა, როგორიც იყო იაპონიასთან მატჩი და შოტლანდიასთან პირველი ტაიმი, არათუ ვერ შეგვაჩერებს, პირიქით, მეტი შემართებით ვიბრძოლებთ საიმისოდ, რათა ელიტაში შევიდეთ.

- ზემოთ თქვით, ასეთი ჩავარდნები მომავალშიც გვექნებაო. რას გულისხმობთ?
- თამაშის მიმდინარეობისას გუნდის მიერ 10-15 წუთის ჩაგდებას, რასაც მოგებული თამაშის წაგება შეიძლება მოჰყვეს. ასე მოხდა კიდეც იაპონიასთან მატჩში.

- იაპონია, ტონგა, სამოა, ფიჯი, კანადა, აშშ - ძალიან კარგი ნაკრებებია. ისინი თბილისში სათამაშოდ ჩამოდიან, რაც ქომაგისთვის ძალიან კარგია. როდის იქნება შესაძლებელი თბილისში ელიტური გუნდების ხილვაც?
- შოტლანდია მზად არის, თბილისში სათამაშოდ ჩამოვიდეს. ახლა მიჭირს თქმა, ეს როდის მოხდება, რადგან მომავალ წელს მათ ექვსი ერი, ივნისის და ნოემბრის ტესტები უკვე დაგეგმილი აქვთ. რაც დაგეგმილი არ არის, იქ ჩვენ აუცილებლად გაგვითვალისწინებენ.

თბილისში ჩამოსვლა ჩვენ მათ მატჩის წინ შევთავაზეთ. თამაშის მერე თვითონ მოვიდნენ და გამოთქვეს მზადყოფნა, თბილისში გვეწვიონ. ეს შოტლანდიელებს ზრდილობის გამო არ უქნიათ. ისინი აუცილებლად ჩამოვლენ.

გოჩა სვანიძესთან ვრცელ ინტერვიუს sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ქუთაისელი შენ რაგინდა რო თქვა რაგბი ფეხბურთზე პოპულარულიაა?გეთანხმები ბევრი ჩაწყობები ხდება ფეხბურთში და დღეს ფეხბურთი კრიზისშია მაგრა მიუხედავად ამის ფეხბურთი რო სუ სხვა განზომილებაა ვერ ხვდებიით?
buxrika
11:16 10-12-2016
0

ძალიან კარგი.

მაგრამ ი ტ ა ლ ი ა მინდა ჩამოვიდეს.
და არც აშშ და კანადა,ფიჯი არის ურიგო რომ თბილისში ჩამოვიდნენ და ცენტრალურ მოედანზე ითამაშებენ და არა ვაკის სტადიონზე,თუ ინგლისი, ირლანდია, უელსი არ ჩამოვა!
glaxuna
15:24 08-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული