მამუკა გორგოძე: რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ, მამუკა გორგოძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი გამოვარჩიეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

გორგოძემ "ბორდოსთან" მატჩში მომხდარ ინციდენტზე, შოტლანდიასთან თამაშსა და გულშემატკივრებზე ისაუბრა.

- "ბორდოსთან" მატჩისას ზელანდიელმა ლუკ ბრეიდიმ ფეხი სახეზე დაგაბიჯა...
- ეს რაგბია - ამაზე უარესისთვისაც უნდა იყო მზად (იცინის). მეტკინა, მაგრამ მთავარია, ბუცი თვალს ასცდა. მალევე წამოვდექი - სხვისგან არ მიყვარს სიმულაცია, ოდნავ შეხებაზეც კი ნახევარ საათს რომ დაგორავენ მოედანზე. გუნდს სარგებელი რომ მოუტანო, ხანდახან ესეც საჭიროა, მაგრამ ჩემს
ხასიათს არ შეეფერება... შემთხვევითი უხეშობისთვის ბრეიდიმ რამდენჯერმე მომიბოდიშა, შეგნებულად ვერც ვერავინ გამიბედავდა, იციან, რომ განზრახ დარტყმას უპასუხოდ არ დავტოვებ. "მონპელიეში" ახალმისულს ამხანაგური მატჩისას მეც დამემართა მსგავსი რამ: მეტოქე ფეხებზე ჩამომეკიდა, გასათავისუფლებლად ახტომა ვცადე და... შემთხვევით დავაბიჯე. 33 ნაკერი დასჭირდა ყურზე...

- მამუკა გორგოძემ დაიცვა მეტოქე, რომელმაც სახეზე ფეხი დააბიჯა [VIDEO]

- "ექვსი ერის" მონაწილე ნაკრებთან ასე წაგებით ნიშნის მოგების საბაბი მივეცით ხალხს, ვისაც გულზე არ ეხატება ამ ტურნირისკენ ჩვენი ლტოლვა...
- მე სულ ვამბობდი, რომ "ექვს ერამდე" ჯერ სხვა ეტაპი გვაქვს გასავლელი. იტალიაც თითქმის ყველა მატჩს აგებს ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით, "მსოფლიო რაგბისთვის" ის ჩვენზე გაცილებით საინტერესო ქვეყანაა და მეორე ასეთი გუნდის დამატება არ აინტერესებთ. სანამ თამაშით აშკარად არ ვაჯობებთ იტალიას, "ექვს ერში" არ შეგვიშვებენ. ერთი თავით უნდა ვჯობდეთ, დღეს კი, ჩემი აზრით, 53%-47%-ზეა იტალიის სასარგებლოდ... გნებავთ, ვინმესგან ნიშნის მოგება დაარქვით, გნებავთ - მწარე სიმართლე, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ შოტლანდიის დონის გუნდებთან ტურნირში სათამაშოდ ჯერ მზად არა ვართ.

- თანაც, რაგბი ლოგიკური თამაშია და არც სენსაცია ხდება ისე ხშირად, როგორც ფეხბურთში ან კალათბურთში...
- რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ: მეც და სხვა მორაგბეებსაც ძალიან არ გვსიამოვნებს, როცა ფეხბურთელების კრიტიკის ფონზე გვაქებენ. თუ ვინმეს ჰგონია, ასეთი ლაპარაკით კოჭს გვიგორებს ან გვასიამოვნებს, ძალიან ცდება და ორივე სახეობას ცუდ სამსახურს უწევს! შედეგად, ფეხბურთის ქომაგსაც აგრესია უჩნდება რაგბის მიმართ და მოთამაშეებსაც... ჩვენ ყველა სახეობას და სპორტსმენს ვგულშემატკივრობთ, მით უმეტეს, ფეხბურთს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშია და საქართველოშიც უდიდესი ტრადიცია აქვს.

ფეხბურთელებიც ჩვენზე არანაკლებ მონდომებულნი არიან, მაგრამ რაგბი ისეთი სახეობაა, ბრძოლა, ჟინი, მიწოლა ჩვენთან უფრო აშკარად ჩანს, ფეხბურთში კი ამის გამოხატვა შედარებით ძნელია.

- სამოასთან წაგების უფლება არ გვქონდაო... იაპონიასთან დასანანი მარცხის შემდეგ არ გაგიჭირდათ კუნძულელებთან თამაშზე კონცენტრირება?
- წაგების მიუხედავად, ყველა ქომაგი რომ გიმეორებს, არა უშავს, ისევ ძველებურად გვიყვარხართ, ის მარცხი დაივიწყეთო, როცა წაგებული მატჩიდან ერთ კვირაში ტრიბუნები ისევ სავსეა, შენს თავს აღარ ეკუთვნი, დამარცხების უფლება აღარ გაქვს! უნდა დაივიწყო "აღარ შემიძლია", რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა გაიმარჯვო!

- აშკარაა, რომ თქვენთან ერთად მაყურებელიც გაიზარდა! წესებიც ყველამ ისწავლა და ისიც, როდის და როგორ გაამხნევოს საყვარელი გუნდი...
- ნამდვილად გაიზარდა! რაგბის წესებიც ისწავლეს, სხვა ნაკრებებიც კარგად გაიცნეს და ჰაერში აღარ დაფრინავენ, იციან, ვისთან მოგებაზე შეიძლება ფიქრი. ერთიც უნდა ვთქვა აუცილებლად: ქომაგებს ყველა ინტერვიუში ვახსენებ და სიყვარულისთვის იმდენჯერ ვუხდი მადლობას, შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, რომ ქომაგის გულის მოგებას ვცდილობ... არადა, პირფერობა არც ჩემს ხასიათშია და არც არაფერში მჭირდება, გულშემატკივრის უდიდეს სიყვარულს ისედაც სულ ვგრძნობ... თუ მოთამაშე არა ხარ, ვერ იგრძნობ, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი თანადგომა...

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა "კვირის პალიტრის" საიტზე შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საგაზეთო პუბლიკაცია და მისი წაკითხვა საიტზე ფასიანი პაკეტის შეძენის შემდეგ შეგიძლიათ.

მამუკა გორგოძის სრული ინტერვიუ - "რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია!"

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvrispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 45 /
ჟერ ბენ სმითი ვინ ჯანდაბაა.შვაინა კი ნამდვილი ლეგენდაა.მერე მეორედაჭაობებულ ქართულ ფეხბურთში გაცილებით მეტი პერსპექტივაა ვიდრე ამ რაგბში რომელიც უკვე ერთ ადგილს ტკებნის მალე ამოგვივა ყელში ერთი და იგივე გავიგეთ რო რუსეთს და რუმინეთს Vუგებთ
Buxrika
15 დეკემბერი 2016 17:14
0
ფეხბურთს და ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აი ბარსას და რეალის ფანებმა პირი კარგად გამოირიცხეთ სანამ ჩვენს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებზე რაიმეს იტყვით. თქვენ არ იყავით ბასტიან შვაინშტაიგერს ბუცები რო დაუკოცნეთ? რომელი რაგბის გულშემატკივარი დაუკოცნიდა ბენ სმითს ბუცებს? გადამთიელების მეხოტბეებს და ფანობას ეროვნულ ნაკრებზე ხმის ამოღების უფლება არ გაქვთ. და ხო, დღეს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 10-ჯერ უფრო პოპულარულია საქართველოში ვიდრე ფეხბურთელთა, ამაზეა აქ ლაპარაკი და არა იმაზე ბარსა-რეალზე რომ ასრულებენ ზოგიერთები ორგაზმს.
ბორჯღალოსანი
15 დეკემბერი 2016 15:33
0
მე ფეხბურთიც ძალიან მიყვარს რაგბიც, კალათბურთიც და ყველა სახეობაში ვგულშემატკივრობ საქართველოს. მაგრამ სიმართლე ასეთია ფეხბურთი არის და კიდევ დიდ ხანს იქნება მსოფლიოში ნომერ პირველი სპორტი, ძალიან სმწუხაროა როცა ასეთი დაპირისირებაა ორი სახეობის გულშემატკივარს შორის. ჯერ კიდევ 2003 წელს როცა რაგბის ნაკრები გავიდა მსოფლიო ცემპიონატზე მაშინ დაიწყო მიზანმიმართული პროპაგანდა რაგბის წინააღმდეგ და დღემდე გრძელდება. ფეხბურთის გულშემატკივრობა ტოტალიზატორში დადება და ფეხბურთის ყურებას არ ნიშნავს. თუ ასეთი. ბალერშიკები ხართ იარეთ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე ცარიელი ტრიბუნები რო არის ხოლმე. რაგბზე საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს გაცილებით მეტი ხალხი ესწრება.
Gulshematkivari
15 დეკემბერი 2016 15:30
0
კაით რა რა რაგბი საერთოდ რაზე დაობთ.თავად გორგოძემ თქვა ფეცბურთი ნომერ პირველიაოო.თანაც რაგბი არაა ისეთი სანახაობრივი და ისეთ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებს როგორც ფეხბურთი
Baba
15 დეკემბერი 2016 14:55
0
თავად იმკურნალე ბოღმაზე და ღვარძლზე და მერე ატლიკინე ენა. მაგ ფეხბურთის ქომაგები ხართ, ესპანეთის მოგების მერე გინების კორიანტელს რო დააყრით ფეხბურთელებს. და მოლდოვასთან თამაშის მერედაც არ დაგიკლიათ გინება.
და ადგილის ტკეპნას რო იძახი ფეხბურთი ჰო წინ მიდის, ისეა ჩატკეპნილი ღრმად რო ჩაიმარხება საცაა.
Dato-s
15 დეკემბერი 2016 14:30
0
რომელ მოლდოვასთან თამაშს ამბობ 1:1 რო დამთავრდა კინაღამ,რომ წავაგეთ? სამაგიეროდ ფეხბურთში არ ვტკეპნით ერთ ადგილს უკან უკან მივქრივართ, ეს ის საფეხბურთო ქვეყანა არ არი გაბალასთან 5:1 , რომ წააგო მისმა კლუბმა თუ 6:1 რო წააგო რუმინეთთანნაკრებმა? ესპანეთთან ყარაულის თოფივით გავარდნილი მოგებით ნუ შეგვჭამეთ 10დან 10ს მოგვიგებს ხვალვე,რომ დავიწუოთ ყოველ კვირა ვეთამაშოთ ყველამ იცის რაც მოვიგეთ.
Me
15 დეკემბერი 2016 14:26
0
ჭანტურია
Buxra
15 დეკემბერი 2016 13:56
0
Mოლდოვასთან სტადიონი არ გაივსოო?მერე ლოკომოტივი გაივსო რაგბზე თანაც ბილეტები ლამის ერთი თვე იყოდებოდა ინტერნეტით.ფეხბურთში პატარა წარმატება და ყველას დაავიწყდება თქვენი რაგბი.ფეხბურთელებმა ესპანეთს მოუგეს მსგავს დიდ გუნდს მოუგეთ და მერე ილაპარაკეთ .ვერ ხვდებით რო რაგბში ერთ ადგილს ვტკეპნით
Dato
15 დეკემბერი 2016 13:54
0
ღმერთო ჩემო, ეს კაცი რას გთხოვთ? ერთმანეთს ნუ ჭამთ და ლანძღავთო და თქვენ მაინც არ იშლით თქვენსას? კი ბატონო იყოს ფეხბურთი ნომერ 1-ლი, და მერე რა? საქმით დაუმტკიცეთ ფეხბურთმა და მისმა გულშემატკივრებმა ქვეყანას პირველობა. მომიძებნეთ საქართველოში გორგოძესნაირი სპორტსმენი კაცი (როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი, როგორც პატრიოტი, თავმდაბალი, კეთილი და ა.შ.) და თუ იპოვით, მაშინ იქნება და გვეშველოს რამე. ჩემი მოკრძალებული რჩევაც იქნება (პოსტებიდან ჩანს, რომ ასაკით თქვენზე პატარა ვიქნები), ნუ გავლანძღავთ ერთმანეთს და ყველას პატივი ვცეთ.
patara gulSematkivari
15 დეკემბერი 2016 13:37
0
რაგბი, რაგბიმ, რაგბის და ა.შ. -ი არ არის სახელობითი ბრუნვის ნიშანი, ამიტომ რჩება უცვლელად ყველა ბრუნვაში, rugby - ასე ეწოდება ამ თამაშს, რა გახდა ამის დამახსოვრება? ეს იგივეა, რომ თქვათ მამუკს სახეზე ფეხი დააბიჯეს, ან მამუკმა კარგად ითამაშა.. გთხოვთ, პატივი ეცით ჯერ მშობლიურ ენას და მერე სპორტს, ნებისმიერს..
ღვინჯილია
15 დეკემბერი 2016 13:16
0

სიახლეები პოპულარული