მამუკა გორგოძე: რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ, მამუკა გორგოძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი გამოვარჩიეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

გორგოძემ "ბორდოსთან" მატჩში მომხდარ ინციდენტზე, შოტლანდიასთან თამაშსა და გულშემატკივრებზე ისაუბრა.

- "ბორდოსთან" მატჩისას ზელანდიელმა ლუკ ბრეიდიმ ფეხი სახეზე დაგაბიჯა...
- ეს რაგბია - ამაზე უარესისთვისაც უნდა იყო მზად (იცინის). მეტკინა, მაგრამ მთავარია, ბუცი თვალს ასცდა. მალევე წამოვდექი - სხვისგან არ მიყვარს სიმულაცია, ოდნავ შეხებაზეც კი ნახევარ საათს რომ დაგორავენ მოედანზე. გუნდს სარგებელი რომ მოუტანო, ხანდახან ესეც საჭიროა, მაგრამ ჩემს
ხასიათს არ შეეფერება... შემთხვევითი უხეშობისთვის ბრეიდიმ რამდენჯერმე მომიბოდიშა, შეგნებულად ვერც ვერავინ გამიბედავდა, იციან, რომ განზრახ დარტყმას უპასუხოდ არ დავტოვებ. "მონპელიეში" ახალმისულს ამხანაგური მატჩისას მეც დამემართა მსგავსი რამ: მეტოქე ფეხებზე ჩამომეკიდა, გასათავისუფლებლად ახტომა ვცადე და... შემთხვევით დავაბიჯე. 33 ნაკერი დასჭირდა ყურზე...

- მამუკა გორგოძემ დაიცვა მეტოქე, რომელმაც სახეზე ფეხი დააბიჯა [VIDEO]

- "ექვსი ერის" მონაწილე ნაკრებთან ასე წაგებით ნიშნის მოგების საბაბი მივეცით ხალხს, ვისაც გულზე არ ეხატება ამ ტურნირისკენ ჩვენი ლტოლვა...
- მე სულ ვამბობდი, რომ "ექვს ერამდე" ჯერ სხვა ეტაპი გვაქვს გასავლელი. იტალიაც თითქმის ყველა მატჩს აგებს ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით, "მსოფლიო რაგბისთვის" ის ჩვენზე გაცილებით საინტერესო ქვეყანაა და მეორე ასეთი გუნდის დამატება არ აინტერესებთ. სანამ თამაშით აშკარად არ ვაჯობებთ იტალიას, "ექვს ერში" არ შეგვიშვებენ. ერთი თავით უნდა ვჯობდეთ, დღეს კი, ჩემი აზრით, 53%-47%-ზეა იტალიის სასარგებლოდ... გნებავთ, ვინმესგან ნიშნის მოგება დაარქვით, გნებავთ - მწარე სიმართლე, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ შოტლანდიის დონის გუნდებთან ტურნირში სათამაშოდ ჯერ მზად არა ვართ.

- თანაც, რაგბი ლოგიკური თამაშია და არც სენსაცია ხდება ისე ხშირად, როგორც ფეხბურთში ან კალათბურთში...
- რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ: მეც და სხვა მორაგბეებსაც ძალიან არ გვსიამოვნებს, როცა ფეხბურთელების კრიტიკის ფონზე გვაქებენ. თუ ვინმეს ჰგონია, ასეთი ლაპარაკით კოჭს გვიგორებს ან გვასიამოვნებს, ძალიან ცდება და ორივე სახეობას ცუდ სამსახურს უწევს! შედეგად, ფეხბურთის ქომაგსაც აგრესია უჩნდება რაგბის მიმართ და მოთამაშეებსაც... ჩვენ ყველა სახეობას და სპორტსმენს ვგულშემატკივრობთ, მით უმეტეს, ფეხბურთს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშია და საქართველოშიც უდიდესი ტრადიცია აქვს.

ფეხბურთელებიც ჩვენზე არანაკლებ მონდომებულნი არიან, მაგრამ რაგბი ისეთი სახეობაა, ბრძოლა, ჟინი, მიწოლა ჩვენთან უფრო აშკარად ჩანს, ფეხბურთში კი ამის გამოხატვა შედარებით ძნელია.

- სამოასთან წაგების უფლება არ გვქონდაო... იაპონიასთან დასანანი მარცხის შემდეგ არ გაგიჭირდათ კუნძულელებთან თამაშზე კონცენტრირება?
- წაგების მიუხედავად, ყველა ქომაგი რომ გიმეორებს, არა უშავს, ისევ ძველებურად გვიყვარხართ, ის მარცხი დაივიწყეთო, როცა წაგებული მატჩიდან ერთ კვირაში ტრიბუნები ისევ სავსეა, შენს თავს აღარ ეკუთვნი, დამარცხების უფლება აღარ გაქვს! უნდა დაივიწყო "აღარ შემიძლია", რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა გაიმარჯვო!

- აშკარაა, რომ თქვენთან ერთად მაყურებელიც გაიზარდა! წესებიც ყველამ ისწავლა და ისიც, როდის და როგორ გაამხნევოს საყვარელი გუნდი...
- ნამდვილად გაიზარდა! რაგბის წესებიც ისწავლეს, სხვა ნაკრებებიც კარგად გაიცნეს და ჰაერში აღარ დაფრინავენ, იციან, ვისთან მოგებაზე შეიძლება ფიქრი. ერთიც უნდა ვთქვა აუცილებლად: ქომაგებს ყველა ინტერვიუში ვახსენებ და სიყვარულისთვის იმდენჯერ ვუხდი მადლობას, შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, რომ ქომაგის გულის მოგებას ვცდილობ... არადა, პირფერობა არც ჩემს ხასიათშია და არც არაფერში მჭირდება, გულშემატკივრის უდიდეს სიყვარულს ისედაც სულ ვგრძნობ... თუ მოთამაშე არა ხარ, ვერ იგრძნობ, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი თანადგომა...

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა "კვირის პალიტრის" საიტზე შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საგაზეთო პუბლიკაცია და მისი წაკითხვა საიტზე ფასიანი პაკეტის შეძენის შემდეგ შეგიძლიათ.

მამუკა გორგოძის სრული ინტერვიუ - "რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია!"

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvrispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 45 /
ღმერთო ჩემო, ამ პოსტების წაკითხვით ძალიან ვითრგუნები. რატომ ლანძღავთ ერთმანეთს? მე რაგბიზე ვგიჟდები და რაგბის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ფეხბურთს თავისი ქომაგები ყავს. ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს მე მგონი ის აჯობებს, ლანძღვა-გინებით არავის არაფერი შეუქმნია. აი კაცი, ასეთი უნდა იყოს ყველა კაპიტანი, მიბაძოს მას ყველამ, მათ შორის მთავრობის წევრებმაც და ყველაფერი უკეთესად იქნება.
maiko
14 დეკემბერი 2016 17:43
0
გადახედეთ მთავარი სპორტული მოვლენის შედეგებს ამ გვერდზე. 397 ხმა მიიღო საფეხბურთო თემების საკითხმა ჯამშიც კი ვერ აჯობა ლაშა ტალახაძეს. მორჩით ეს ფეხბურთის ქომაგები დაქადნებას ნომერი პირველი ვართო, ნომერი პირველი სპორტია ის რომელიც სიხარულს ანიჭებს ქვეყანას თავისი გამარჯვებებით. შესაბამისად სანამ მსოფლიო ფეხბურთი ასეთ ჭაობშია ხმას ნუ ამოიღებთ.
qar
14 დეკემბერი 2016 17:40
0
აგრესიით განგაწყობთ თქვენივე ბოღმა და შური რაგბის მიმართ.

და როცა რაგბის წარმატების დაკნინებას იწყებ პასუხიც მოდის და სხვას ნუ აბრალი გაღიზიანებას, ბოღმას და შურს მოეშვით და გაღიზიანებაც გაქრება.
buxrika-s
14 დეკემბერი 2016 17:25
0
რაგბი ჩვენთვის უპირველესი სპორტია და ვინც ასე ვთვლით გვაქვს ამის უფლება კიდეც, უბრალოდ ფეხბურთის ფანებს კომპლექსი გაქვთ იმის,რომ ნაკრები აგებს კლუბები სამარცხვინო მდგომარეობაში არიან და გადმოდიხართ რაგბის შეურაწყოფაზე. თქვენი საყვარელი ტერმინია რაგბის 20 ქვეყანა თამაშობს ნორმალურად და რა გიხარიათ მე11-12 ადგილიო. რაგბის გულშემატკივრები არ შემოვრბივართ საფეხბურთო სტატიებზე ნებისმიერი წარმატების შემთხვევაში და არ ვლანძღავთ და არ ვაკნინებთ თქვენს წარმატებას არც იმას გეუბნებით ფეხბურთს მაქსიმუმ 50 ქვეყანა თამაშობს ნიორმალურად და ჩვენ მათერთი მაგდენი და კიდე მეტი გვაშორებს, დამიჯერეთ ყველას გვიხარია და ისევე მიჯაჭვული. უყურებთ ფეხბურთს და ისევე ვგულშემატკივრობთ, როგორც თქვენ და ისევე გვტკივა თქვენი მარცხი, როგორც თქვენ აქ ფეხბურთი არ არის მთავარი აქ მთავარი ჩვენი ქვეყანაა და სადაც ჩვენი ქვეყანაა იქ კერლინგსაც ვუგულშემატკივრებთ.
რაგბი ჩვენი თამაშია და ჩვენ გვაქვს მისი სიყვარულის უფლება, ჩვენი ბიჭები იგებენ ხანდახან აგებენ კიდეც მაგრამ სტადიონსვარასდროს არ დავტოვებთ ნაადრევად იმიტომ, რომ არასდროს მოუციათ იმის თქმის საბაბი, რომ თავი დაზოგეს ან ბოლომდე არ დაიხარჯეს და ფეხებზე დაიკიდეს ჩვენ ტაშით ვაცილებთ ყველა შემთხვევაში, იმიტომ,რომ იმსახურებენ ამას გვჯერა არასდროს არ შეგვსრცხვენენ, შოტლანდია ჩვენზე ძლიერია დავსახლში მოგვიგო დიდი ანგარიშით გულს არ ვიტეხთ უფრო მოვინდომებთ და დავიხვეწებით. ჩვენზე სუსტთან არ წავაგებთ არასდროს ფეხებს არ დაზოგავენ და ჩვენც არასდროს არ დავუსტვენთ ტრიბუნებიდან.
არ გადარებთ არც გაკნინებთ თქვენ გადმოდიხართ შეტევაზე და იძულებულს გვხდით ჩვენს თავს გადავახტეთ და ჩვენთვისაც მტკივნეულ თემაზე ის გითხრათ რასაც ვფიქრობთ.
Me
14 დეკემბერი 2016 16:49
0
100 % ვეთანხმები.დაანებეთ რაგბისტებმა ფეხბურთელების დაცინვას და იმის ლაპარაკს რო რაგბი დღეს უფრო პოპულარულია ვიდრე ფეხბურთი,ეს ლაპარაკი ძალიან გვაღიზიანებს ფეხბურთის გულშემატკივრებს და ძალიან აგრეესიით განგვაწყობს რაგბის მიმართ.ეს არც რაგბს და არც ფეხბურთს არ არგებს.ტავად გოროგძემ აღნიშნა რო ფეხბურთი გაცილებით პოპულარული და ნომერ პირველი სპორტია და დროა მემგონი თქვენც გაიგოოთ.რაც შეეხება რაგბს იმედია პროგრეს გავაგრძელებთ
buxrika
14 დეკემბერი 2016 16:19
0

სიახლეები პოპულარული