15:30 30-01-2017
რაგბი. ლეგიონი: ბექა გორგაძის ლელო და სინბინი [VIDEO]
AutoSharing Option
მე-17 ტური საკმაოდ უცნაური გამოდგა. შინ წააგო ორმა ფავორიტმა: "ტულონმა" და "ტულუზმა". მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" შინ დაუპირისპირდა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელს" და უმძიმეს ბრძოლაში 20:23 დამარცხდა.
სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ. ტულონელებმა ანგარიშის გათანაბრება 42-ე წუთზე შეძლეს - 10:10. თუმცა, ისევ ჩამორჩნენ და ახლა 72-ე წუთზე წამოეწივნენ მეტოქეს - 20:20. სტუმართა ახალზელანდიელმა მგეზავმა ბრუკ ჯეიმზმა ბოლო წუთზე საჯარიმო მაინც გაიტანა და ლაროშელელებს გამარჯვება მოუტანა. შედეგად, "ლა როშელი" სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
გორგოძემ სრულად ითამაშა, ჩილაჩავა თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, ექვსი წუთის შემდეგ მოედანი ყაულაშვილმა დატოვა.
"ლა როშელს" ერთი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელიც სტუმრად ფრეს დასჯერდა "ბორდოსთან" - 23:23. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. კოლელიშვილი მე-13 წუთზე საკუთარი ლელოს დაცვისას თანაგუნდელ მორგან პარას შეეჯახა და ორივე შესაცვლელი შეიქნა. ზირაქაშვილმა მოედანი 41-ე წუთზე დატოვა.
"კლერმონს" შვიდი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა მიხეილ ნარიაშვილის, შალვა მამუკაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე", რომელმაც სტუმრად წააგო "კასტრთან" - 25:38. ნარიაშვილი და მამუკაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთნენ, სხვა ქართველები განაცხადში არ იყვნენ.
როგორც უკვე ვთქვით, შინ წააგო ვასილ კაკოვინის "ტულუზმაც". ფრანგული რაგბის გრანდს "პომ" აჯობა - 20:10. კაკოვინი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.
აუტსაიდერ "ბაიონთან" გასვლით მატჩში დამარცხდა კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი" - 23:33. ბეკოშვილი 42-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილმა მოედანი 48-ე წუთზე დატოვა, მასზე ორი წუთით მეტი ითამაშა ლობჟანიძემ.
TOP 14, XVII ტური
ბაიონი-ბრივი 33:23
ტულონი-ლა როშელი 20:23
კასტრი-მონპელიე 38:25
გრენობლი-სტად ფრანსე 44:22
ტულუზი-პო 10:20
ლიონი-მეტრო რასინგი 37:25
ბორდო-კლერმონი 23:23
ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (51 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) განაცხადში არ იყო
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (50 წთ)
შალვა მამუკაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (50 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) ძირითადში (57 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) ძირითადში (48 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) ძირითადში (48 წთ)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) შეცვლაზე (51 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) ძირითადში (44 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (48 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) ძირითადში (50 წთ)
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (40 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) ძირითადში (13 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლა როშელი 17 10 3 4 +126 54(8)
2. კლერმონი 17 10 3 4 +146 53(7)
3. მონპელიე 17 10 0 7 +56 46(6)
4. კასტრი 17 9 1 7 +91 43(5)
5. ტულონი 17 8 1 8 +45 42(8)
6. ტულუზი 17 9 0 9 +15 42(6)
7. ბორდო 17 8 1 8 +9 39(5)
8. პო 16 8 0 8 -29 37(5)
9. რასინგი 16 8 1 7 +1 36(2)
10. ბრივი 17 8 1 8 -28 36(2)
11. სტ.ფრანსე 17 7 1 9 -34 34(4)
12. ლიონი 16 6 2 8 -36 33(5)
13. გრენობლი 17 3 0 14 -145 23(7)
14. ბაიონი 16 4 2 10 -197 20(0)
მეორე დივიზიონში პირველობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა. აქ პირველ ადგილზე გასვლის და, შესაბამისად, პირველი დივიზიონის საგზურის ავტომატურად მოპოვების შანსი ერთბაშად ხუთ გუნდს აქვს. ამათგან სამი ქართველი მორაგბეების გუნდებია. ესენია: "ოიონაქსი", "აჟენი" და "მონ დე მარსანი".
სატურნირო ცხრილს 58 ქულით ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი" ლიდერობს, რომელმაც 54-ე ტურში შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "ალბი" - 54:16. ვეფხვაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე ის მირცხულავამ შეცვალა.
"ოიონაქსს" ორი ქულით ჩამორჩება თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენი", რომელმაც ასევე შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ბურგუენი" - 34:0. თეთრაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს, იმავდროულად თამაშში ჩაერთო ახობაძე. მჭედლიძე დისკვალიფიცირებულია.
ლიდერებს საგრძნობლად მიუახლოვდა ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი", რომელიც "აჟენს" ოთხი ქულით ჩამორჩება. მარსანელებმა შინ მიიღეს ერთ-ერთი კონკურენტი "მონტობანი" და 34:16 დაამარცხეს. გორგაძემ სრულად ითამაშა, მე-3 წუთზე ლელოთი მატჩში ანგარიში გახსნა და 24-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა.
ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და საპლეიოფო ხუთეულს ოდნავ დაშორდა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი". ჩვენებურთა ეს გუნდი ამჯერად სტუმრად ვერას გახდა ლაშა ლომიძის "ბეზიესთან" - 9:25. დათუნაშვილმა და შარიქაძემ სრულად ითამაშეს; ხატიაშვილი, რომელიც მე-10 წუთზე სინბინში გაუშვეს, 57-ე წუთზე შეცვალეს; ლომიძე განაცხადში არ იყო.
"ორიაკი" ახლა 46 ქულით მე-8 ადგილზეა. მას ორი ქულით ჩამორჩება შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემი", რომელმაც შინ წააგო ბასკურ "ბიარიცთან" - 12:19. სუთიაშვილი მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა.
PRO D2, XIX ტური
ანგულემი-ბიარიცი 12:19
აჟენი-ბურგუენი 34:0
ბეზიე-ორიაკი 25:9
ნარბონი-კოლომიე 10:16
ოიონაქსი-ალბი 54:16
ვანი-დაქსი 16:22
პერპინიანი-კარკასონი 17:13
მონ დე მარსანი-მონტობანი 34:16
ქართველი ლეგიონერები
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) ძირითადში (40 წთ)
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) შეცვლაზე (40 წთ)
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) შეცვლაზე (58 წთ)
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) განაცხადში არ იყო
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) ძირითადში (57 წთ) სინ
ბექა შეყლაშვილი (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (63 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ძირითადში ლ,სინ
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) შეცვლაზე (52 წთ)
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) ძირითადში (52 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) დისკვალიფიკაცია
ვახტან მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო
არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) ძირითადში (40 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) განაცხადში არ იყო
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ოიონაქსი 19 12 0 7 +134 58(10)
2. აჟენი 19 12 1 6 +104 56(6)
3. მონტობანი 19 12 0 7 +140 54(6)
4. კოლომიე 19 11 0 8 +123 53(5)
5. მარსანი 19 11 0 8 +43 52(8)
6. ბიარიცი 19 11 0 8 +31 48(4)
7. კარკასონი 19 10 1 8 +26 46(4)
8. ორიაკი 19 10 0 9 -26 46(6)
9. ანგულემი 19 10 1 8 -24 44(2)
10. პერპინიანი 19 8 1 10 +12 42(8)
11. დაქსი 19 9 0 10 -70 41(5)
12. ნარბონი 19 9 1 9 -109 39(1)
13. ბეზიე 19 7 0 12 +27 37(9)
14. ვანი 19 5 2 12 -97 30(6)
15. ალბი 19 6 2 11 -133 30(2)
16. ბურგუენი 19 3 1 15 -181 11(5)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული