საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მე-17 ტურის მატჩში "კლერმონი" სტუმრად დაუპირისპირდა "ბორდოს". პირველი ტაიმის მიწურულს ქართველი შერკინების ბურჯი დაშავდა. მან თვალის არეში მიიღო დარტყმა.
ამავე შეხვედრაში დაზიანებები მიიღო "კლერმონის" კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ, ვიქტორ კოლელიშვილმაც, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.