რაგბი. ლეგიონი: მერაბ შარიქაძის მეორე ლელო Pro D2-ის მიმდინარე სეზონში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ორიაკის" მორაგბე მერაბ შარიქაძემ Pro D2-ის მიმდინარე სეზონში მეორე ლელო გაიტანა.

ქართველმა მორაგბემ თავი ამჯერად "ბურგუენთან" XXV ტურის მატჩში გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 40:14 მოიგო.

ბუკამ გუნდის მე-4 ლელო 32-ე წუთზე დადო, როდესაც თამაში თავის თავზე აიღო და ორ მცველს შორის გაძვრა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა შორის 58-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

XXV ტურის შემდეგ "ორიაკს" 60 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული