ზურაბ ჟვანიამ და გიორგი მელიქიძემ "ჩელენჯ ქაფი" მოიგეს

AutoSharing Option
ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ" მეორე დონის ევროტურნირის, "ჩელენჯ ქაფის" ფინალში ინგლისურ "გლოსტერს" 25:17 სძლია და ევროპული ჯილდო ისტორიაში პირველად შემართა.

პარიზულ კლუბს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ფინალში ორ-ორჯერ ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ ყველა ჯერზე დამარცხდა და ნავსი მეხუთე ცდაზე გატეხა.

"სტად ფრანსეს" განაცხადში იყო, თუმცა ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ზურაბ ჟვანიას. მიუხედავად ამისა, ის ჯილდოს დამსახურებული მფლობელია, რადგან ფინალამდე ტურნირის რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალში "ოსპრეიზს" უელსში ლელოც დაუდო. თასი ირგუნა გიორგი მელიქიძემაც, რომელსაც 24
მაისს 21 წელი უსრულდება. მან ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში ითამაშა.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ზურასა და გიორგის ამ დიდ გამარჯვებას,თანავუგრძნობ ზირაქას,მან მართლა დევივით იბრძოლა.ყველას კიდევ ოფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.
სოსო
00:03 14-05-2017
0

სიახლეები პოპულარული