ჩვენებურთა გუნდი ფინალში, ედინბურგის "მერიფილდზე" ინგლისურ "გლოსტერს" დაუპირისპირდა და მეტოქე 25:17 დაამარცხა.
"სტად ფრანსეს" განაცხადში იყო, თუმცა ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ზურაბ ჟვანიას.
მიუხედავად ამისა, ის ჯილდოს დამსახურებული მფლობელია, რადგან ფინალამდე ტურნირის რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალში "ოსპრეიზს" უელსში ლელოც გაუტანა.
თასი ირგუნა გიორგი მელიქიძემაც, რომელსაც 24 მაისს 21 წელი უსრულდება. მან "ჩელენჯ კაპის" ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში ითამაშა.
ყველაზე პრესტიჟულ, ჩემპიონთა თასის გათამაშების
ზირაქაშვილი ძირითად შემადეგნლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. კოლელიშვილი და გიორგაძე განაცხადში არ იყვნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
როცა მამუკამ ნაკრების დატოვებაზე განაცხადა,ერთად ერთი მე ვიყავი,ვინც მისი არგუმენტი არ მიიღო და სთხოვა გადაეხედა გადაწყვეტილება,მაგრამ მათზე ასეთი რამის დაბრალება,ზღვარს სცილდება.ზირაქამ და მამუკამ ზღვა ოფლი,ჯანი და ბლომად სისხლი ჩააქციეს მოედანზე ,საქართველოს ღირსების დასაცავად და მათზე ასე ლაფის შესხმა,ყოვლად მიუღებელია.თუ დაბრუნდებიან ნაკრებში,ქება და დიდება მათ,მაგრამ თუ მაინც თავის აზრზე დარჩებიან,დიდი მადლობა და ჩვენი სიყვარული მათ.ასეთია ჩემი და იმ ასობით გულშემატკივრის აზრი,ვისაც გული დასწყვიტა მათგან ნაკრების დატოვებამ.