გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა

AutoSharing Option
საფრანგეთში სეზონის დასრულების მოახლოებასთან ერთად გუნდები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდნენ.

ელიტურ, პირველ დივიზიონში აღზევებულმა, თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა", თავის რიგებში კიდევ ერთი ქართველი პირველხაზელი, გაგი ბაზაძე მიიწვია, რომელმაც გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძე გასულ სეზონში მიხეილ ნარიაშვილთან, კონსტანტინე მიქაუტაძესა და დავით ქუბრიაშვილთან ერთად "მონპელიეში" თამაშობდა.

"აჟენი" ამაზე არ ჩერდება და ერთწლიანი კონრაქტი "ლა როშელის" ყოფილ ცხრა ნომერს, სამხრეთაფრიკელ რიკი იანუარის გაუფორმა. ჩვენებურთა გუნდს ასევე სურს მონპელიელი აკაპუსი კერას დამატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული