დავით ზირაქაშვილი, საუკეთესო ფინალში მორგან პარას შემდეგ

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონი "კლერმონია", რომლის რიგებშიც დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი და ოთარ გიორგაძე თამაშობენ.

ზირაქაშვილი, კოლელიშვილი და გიორგაძე საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

ფინალში "კლერმონმა" 22:16 მოუგო მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს". გამარჯვებულთა რიგებში ფინალში მხოლოდ ზირაქაშვილმა ითამაშა (მატჩის ბოლოს გამოცვალეს) და თან ძალიან კარგად. ქართველი ვეტერანი უკვე 2004 წლიდან ირიცხება "კლერმონში".

"ფიგაროს" შეფასებით, "ქართველმა მორკინალმა უდიდესი საქმე გააკეთა", - გამოცემამ მას 7,5 ბალი დაუწერა. "მნიშვნელოვანი ძალა იყო შერკინებაში. დამაჯერებლად ითამაშა. ერთხელ დაჯარიმდა სახიფათო ადგილზე".

ფინალი გააანალიზა "კლერმონის" ყოფილმა მორაგბემ, კანადელმა
ჯეიმი კადმორმა
და შემდეგი განაცხადა: "საუკეთესო, რა თქმა უნდა, მორგან პარა იყო, მაგრამ მის მერე ყველაზე მეტად დათო მომეწონა. მან დიდებული სამუშაო გასწია შერკინებაში. ის ნამდვილი კლდეა შერკინებაში".

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირადად მიულოცა ჩემპიონობა.

Sportall.Ge
წინა პლანზე მაკრონი მორაგბეებს ხვდება, დავით ზირაქაშვილი უკანა პლანზე
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინაა კაცო ბებერი,მაგისთანა ბებერი მოგვცა ათიოდე კაცი კიდევ საქართველოში.კლდეს რომ თითი დაატაკოს,მეტროს გვირაბს გაიყვანს,ისეთ ჯანზეა დათო.
სოსო
00:58 10-06-2017
0
შეინარჩუნეთ და გააძლერეთ ეს უდიდესი ქართული სული და ბრძოლა რაც დღესდღეობით რაგბი ქართულ სადარაჯოზე წინა ხაზზეა!
კახა
00:25 06-06-2017
0

სიახლეები პოპულარული