ზირაქაშვილი, კოლელიშვილი და გიორგაძე საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
ფინალში "კლერმონმა" 22:16 მოუგო მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს". გამარჯვებულთა რიგებში ფინალში მხოლოდ ზირაქაშვილმა ითამაშა (მატჩის ბოლოს გამოცვალეს) და თან ძალიან კარგად. ქართველი ვეტერანი უკვე 2004 წლიდან ირიცხება "კლერმონში".
"ფიგაროს" შეფასებით, "ქართველმა მორკინალმა უდიდესი საქმე გააკეთა", - გამოცემამ მას 7,5 ბალი დაუწერა. "მნიშვნელოვანი ძალა იყო შერკინებაში. დამაჯერებლად ითამაშა. ერთხელ დაჯარიმდა სახიფათო ადგილზე".
ფინალი გააანალიზა "კლერმონის" ყოფილმა მორაგბემ, კანადელმა
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირადად მიულოცა ჩემპიონობა.
წინა პლანზე მაკრონი მორაგბეებს ხვდება, დავით ზირაქაშვილი უკანა პლანზე